ქალი და მამაკაცი მელაძე ვერა ბრეჟნევას ღალატობს - კომპოზიტორმა ახალი საყვარელი გაიჩინა 2019, 3 ოქტომბერი, 14:18
როგორც ჩანს, ვერა ბრეჟნევას სულ მალე მიეწევა ძველი ბრძნული გამონათქვამები "არ გაუკეთო სხვას ის, რასაც შენს თავს არ უსურვებდი"ან "საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე ნუ ააწყობ".საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახლანდელმა მისმა მეუღლემ -კონსტანტინე მელაძემ ვერას გამო მიატოვა მეუღლე იანა სუმი სამ შვილთან ერთად.
ფოტოზე:კონსტანტინე მელაძე ექს-მეუღლე იანასთან და შვილებთან:ლია, ვალერი და ალისასთან ერთად
მრავალი წლის განმავლობაში იყო ვერა ბრეჟნევა ცნობილი პროდიუსერის და კომპოზიტორის საყვარელი, მას ეყო მოთმინება და გამძლეობა, დალოდებოდა იმ მომენტს, როცა მიატოვებდა კონსტანტინე სამ შვილს და მეუღლეს. ახლა უკვე იგივე სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს თავად ბრეჟნევა.რუსული ყვითელი პრესა აქტიურად განიხილავს კონსტანტინე მელაძის ახალ რომანს ეფექტურ ქერა ლამაზმანთან - ერიკა ჰერცეგთან, რომელიც виа гра-ს ამჟამინდელი სოლისტია. ფოტოებზე:ერიკა ჰერცეგი ამბობენ, რომ მელაძე ჩუმად ხვდება თავის ახალ მიმზიდველ საყვარელს, ამ ფაქტის ოფიციალური დასტური ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა როგორც ამბობენ, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. ფოტოზე:ВИА Гра-ს ამჟამინდელი შემადგენლობა:(მარცნიდან მარჯვნივ) ერიკა ჰერცეგი, ანასტასია კოჟევნიკოვა, ნატალია(მიშა) რომანოვა ყოველ შემთხვევაში, ერთი ამბავი არის საყურადღებო: ბოლო ერთი თვეა, ვერა ბრეჟნევა "ინსტაგრამიდან" შლის ყველ იმ ფოტოს, რომელიც ქმართან ერთად არის გადაღებული და ამის მიზეზიც ექნება. დიდი ალბათობით, მის ყურამდე უკვე მივიდა ამბავი ქმრის ღალატის შესახებ. 1322 4-ს მოსწონს
|