x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
18 წლის ბიჭი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა, დედამ კი თავი მოიკლა
image


წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

.

"კარგი მოსწავლე იყო. ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა. დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო, მამა რუსეთში ცხოვრობდა. ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი", - განაცხადა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.


.

სწორედ ამიტომ მომხდარს ინტერნეტ თამაშ „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ.

.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.'

.

წყალტუბოში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის 18 წლის აპოლონ ფანცხავას დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა მამაკაცი კოლხეთის ქუჩაზე, ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

,

როგორც ცნობილია, 18 წლის ახალგაზრდა სახლში მარტო ცხოვრობდა. ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილის მამა საზღვარგარეთ ცხოვრობს და დედა პერიოდულობით დადიოდა საზღვარგარეთ. უბედური შემთხვევის დროს კი ახალგაზრდა მამაკაცის დედა თურქეთში იმყოფებოდა.

.

მომხდარის შემდეგ ეძებდნენ გარდაცვლილი ახალგაზრდის დედას, თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა.

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0