საზოგადოება 60 წლის ბრიტანელი ტურისტი სექს-შოპში პორნოს ყურების დროს გარდაიცვალა 2019, 30 სექტემბერი, 16:45
ბრიტანელი ტურისტი გარდაიცვალა სექს-მაღაზიაში პორნოფილმის ყურების დროს, იუწყება იტალიური გამოცემა Il Gazzettino
60 წლის მამაკაცს სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა, როდესაც სექს-შოპის ცალკე კაბინაში იყო გამოკეტილი.შემთხვევა მარგერეში მოხდა, ვენეციის სიახლოვეს. მამაკაცი, რომლის სახელიც არ ხმაურდება, სექს-მაღაზიასთან ველოსიპედით მივიდა, გადაიხადა 5 ევრო 15 წუთიან ფილმში და ჩაიკეტა ერთ-ერთ ოთახში. მაღაზიის მფლობელი ფრანკო გარონი მაშინ შეშფოთდა, როდესაც შეამჩნია, რომ კლიენტი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიდოდა ოთახიდან, ამის შემდეგ გადაწვიტა მიეკითხა მისთვის, რა დროსაც იატაკზე დაგდებული აღმოაჩინა. მაღაზიის მეპატრონემ სასწრაფო დახმარებას გამოუძახა, თუმცა ადგილზე მისულმა ექიმებს ხანშიშესული მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ფრანკო გარონიმ აღნიშნა, რომ მამაკაცი საკმაოდ წყნარი ჩანდა და ოდნავ დაღლილის შთაბეჭდილებას სტოვებდა, თუმცა იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ სიკვდილის პირას იყო.იგი შევიდა ერთ-ერთ კაბინაში და როგორც სხვა კლიენტებმა, ჩართო წითელი შუქი, რაც იმას ნიშნავს, რომ "დაკავებულია". 70 3-ს მოსწონს
|