x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სააკაშვილი დურაკია... ცრუპენტელაა, კასანდრაა“ - გია ვოლსკი
image


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება.

.

"ქართველ სამხედროებს არ ემუქრებათ არანაირი სამართლებრივი დევნა, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთება გაგვაჩნია, რომ შემოჭრას ხელი სააკაშვილმა შეუწყო. კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ჩვენი სახელმწიფო საშიშროების წინაშე იდგა. ამბობს, კასანდრა არ ვარ, მაგრამ მომავალს ხედავს. მომავლის ისეთი ხედვა სააკაშვილს რომ აქვს, იმ პერიოდში რომ ჰქონდა, როცა რუსეთს ხელს უწყობდა თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, უკეთესი იქნებოდა. ან კასანდრაა და რუსეთს განგებ შეუწყო ხელი, ან ცრუპენტელაა. მის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, გვირაბის გათხრა მახსენდება", – აცხადებს ვოლსკი.


.

image

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინს სურს, ახალ წელს უკრაინაში მიიღოს დონბასის სპეციალური სტატუსი, მოლდოვაში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს, ხოლო საქართველოში მიიღოს ნეიტრალური სტატუსი, რათა კიდევ დაასუსტოს საქართველო.


"სულ არ მინდა რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე ახდა, ვთქვი, რომ დაგვესმხმებოდნენ თავს, ვთქვი, რომ ყირიმის ანექსია მოხდებოდა… მე მყავს ჩემი წყაროები და სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ. ინფორმაციას ვერ გავხსნი და წყაროებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჰააგაში საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ წარადგენს მტკიცებულებებს", – განაცხადა სააკაშვილმა.

.

„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს... უამრავი ეკლესია მაქვს აშენებული და აღდგენილი, მათ შორის ბაგრატი“ - სააკაშვილის ამ განცხადებას, რომელიც მან „მთავარ არხზე“ გვარამია-კვესიტაძის „კვირის აქცენტებში“ ოდესიდან პირდაპირი ჩართვისას გააკეთა, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ეკა კვესიტაძის რეპლიკა მოჰყვა.

.

„ასე ბიძინა ივანიშვილს თქვენზე მეტი ეკლესია აქვს აღდგენილი“ - აღნიშნა კვესიტაძემ.


.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანული და ქართული ტრადიციებისგან დაშორება მომხდარიყო. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში ნიკა გვარამიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ჰკითხა, თუ რა ფუნდამენტური სხვაობაა მასსა და გიგა ბოკერიას შორის, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ბოკერიასგან განსხვავებით, ის მართლმადიდებელი ქრისტიანია.

.

„უახლოეს თვეებში ჩამოვალ საქართველოში“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტები“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, ის 2020 წლის არჩევნებამდე ჩამოვა საქართველოში.

.

„არ მეშინია ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა. ახლანდელი მთავრობა ძალიან სუსტია. ეს არის სცენარი, რომ საქართველო აღარ მოითხოვს დამცირებას. ეს ყველაფერი დასრულდება არჩევნებით“, - ამბობს სააკაშვილი.

.

მისი თქმით, ჩამოსვლის მიზეზი ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რომელიც შარშან საპრეზიდენტო არჩევნებმა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. „ჩვენ მოგვპარეს პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვკარგავთ წარმოუდგენელ პერსპექტივებს“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

.

კითხვაზე, არის თუ არა მზად იმისთვის, რომ შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააპატიმრონ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის არ აპირებს კიევის კომფორტში ცხოვრებას და ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს.

0
149
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0