x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სააკაშვილი რომ ამას როშავს, ჩერგომ ჯადო გაუკეთა და ალაპარაკებს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
image


ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილლის გუშინდელ სატელევიზიო ეთერს ასე ეხმაურება:

"სააკაშვილი რომ ამას როშავს, სააკაშვილი არ არის, ჩერგომ ჯადო გაუკეთა და ალაპარაკებს პირადი ძალაუფლების მოსაპოვებლად!

ეს ვერსია ჯერ არ გაჟღერებულა?" - წერს ჩერგოლეიშვილი.


.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანული და ქართული ტრადიციებისგან დაშორება მომხდარიყო. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში ნიკა გვარამიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ჰკითხა, თუ რა ფუნდამენტური სხვაობაა მასსა და გიგა ბოკერიას შორის, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ბოკერიასგან განსხვავებით, ის მართლმადიდებელი ქრისტიანია.

.

„უახლოეს თვეებში ჩამოვალ საქართველოში“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტები“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, ის 2020 წლის არჩევნებამდე ჩამოვა საქართველოში.

.

„არ მეშინია ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა. ახლანდელი მთავრობა ძალიან სუსტია. ეს არის სცენარი, რომ საქართველო აღარ მოითხოვს დამცირებას. ეს ყველაფერი დასრულდება არჩევნებით“, - ამბობს სააკაშვილი.

.

მისი თქმით, ჩამოსვლის მიზეზი ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რომელიც შარშან საპრეზიდენტო არჩევნებმა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. „ჩვენ მოგვპარეს პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვკარგავთ წარმოუდგენელ პერსპექტივებს“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

.

კითხვაზე, არის თუ არა მზად იმისთვის, რომ შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააპატიმრონ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის არ აპირებს კიევის კომფორტში ცხოვრებას და ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს.


image


0
238
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0