საზოგადოება ყველგან, ყველაზე ხმამაღლა ვიყვირებ!...- მაია ასათიანი რუსთავი 2-ზე ახალი იმიჯით დაბრუნდა 2019, 28 სექტემბერი, 10:16 მაია ასათიანი საკუთარ გუნდთან ერთად რუსთავი 2-ზე რჩება და პროფილის ახალ სეზონს იწყებს. მას სხვა ალტერნატივა არც ჰქონდა, რადგან, ცნობილია, რომ გვარამიას ახალ არხზე ყვითელი ფორმატის გადაცემები საერთოდ არ იქნება, ამდენად მაია ასათიანი მთავარ არხზე ვერ გადავიდოდა. „მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე! მე მახსოვს ბრეჟნევის სურათი ჩემი სახლის წინ და ტანკები ჩემი ბავშვობის ქუჩაზე. მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე, სადაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. დღეს თავისუფალი ქვეყნის შვილი ვარ, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. ყოველთვის, ყველგან, ყველაზე ხმამაღლა ვიყვირებ, რომ ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთი ჩემი ქვეყნის მთავარი მტერია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. მე ვარ მაია ასათიანი, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და ჩვენ ვიწყებთ!“ - მაია ასათიანი განახლებულ „პროფილში“ ახალი იმიჯით დაბრუნდა. თოქ-შოუ „რუსთავი2“-ზე ეთერში ისევ ხუთშაბათს გავა. 1110 1-ს მოსწონს
|