x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ამიკო ჩოხარაძე რუსთავი 2-ზე დაბრუნდა და „გვიან შოუს“ წაიყვანს

image



მსახიობი ამიკო ჩოხარაძე რუსთავი 2-ში დაბრუნდა. ის გადაცემა „გვიანი შოუს“ წამყვანი იქნება, რომელიც ტელე ეთერში ყოველ ოთხშაბათს 22 საათზე გავა. ეს გადაცემა რუსთავი 2-ზე სულ რამდენიმე თვის დაწყებულია და მანამდე ნიკა გრიგოლიასა და ილო ბეროშვილს მიჰყავდათ.


ამიკო ჩოხარაძის სატელევიზიო კარიერა სწორედ რუსთავი 2-ზე დაიწყო. განსაკუთრებით პოპულარული კი კომედი შოუში გახდა.


ჩოხარაძემ რამდენიმე მსახიობთან ერთად რუსთავი 2 ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პირველ ხანებში 2012 წელს დატოვა. მიზეზად ბერა ივანიშვილთან მათი მეგობრობა გახდა.

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0