საზოგადოება „ერთადერთი კაცური კაცი ირმა ინაშვილი აღმოჩნდა დარბაზში“ - ლევან ვასაძე 2019, 25 სექტემბერი, 20:05 ![]() ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. „ამ მეათეხარისხოვანმა ნაჩინოვნიკარმა მხოლოდ თავის თავსა და სამწუხაროდ, თავისივე ქვეყნის იმიჯს დაუშავა საქართველოში, თავისი უმსგავსო საქციელით. მისი საქციელის კომენტირებას არ დავიწყებ, მე მგონი, ამ დღეებში უკვე საკმარისად ითქვა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ იქ დამსწრე ქართველი მამაკაცების, თუ „ნაც-ქოცების“ საქციელი ნამდვილად მინდა, ცოტა განვიხილო. ყველა ჩემმა უცხოელმა ნაცნობმა, ვინც ამ მასხარას კადრები ნახა, მომწერა, რა გჭირთ ქართველებსო. ქართველმა ებრაელმა მეგობარმა, ისრაელში ვინმე ჩვენს დეპუტატს რომ ვინმე უცხოელმა ასეთი რამე აკადროს, პანღურებით გამოვაგდებთო. ფრანგმა მეგობარმა თავზე ხელშემორტყმული ადამიანის „სტიკერები“ გამომიგზავნა ტელეფონით, იგივე ქნა ინგლისელმა ლორდმა მეგობარმა, რუსმა მეგობარმა კი მკითხა, კაცები აღარ დაგრჩათ პოლიტიკურ პარტიებშიო? მე მგონი, ნებისმიერი უცხოელის წინაშე ჩვენი მონობა და სიფარჩაკე სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა, რა, სირცხვილია. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე უსირცხვილო ხალხის მიერ ინსპირირებულ უვადო აქციას „სირცხვილია“ ჰქვია. ეს კი ნამდვილად სირცხვილია. ყველაფერი ყირაზე გვიდგას. ყველაფერში მაგრები ვართ, ქართველობის გარდა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ. მისივე თქმით, საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ცოტა ხანს ელოდა, იქნებ გამოსარჩლებოდნენ და შემდეგ თავად მოიშორა მასზე ხელების მოთათუნე ინდაური“, – განაცხადა ლევან ვასაძემ. 217 შეფასება არ არის
|