x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
კავკასიის უკანასკნელი აბრაგი ხასუხა-ჩეჩენი ეროვნების მოუხელთებელი აბრაგი, რომელიც საბჭოთა წყობილებას 35 წელი ებრძოდა

image ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ ჩეჩენი აბრაგის ისტორია, რომელიც 35 წლის მანძილზე ებრძოდა საბჭოთა წყობილებას.
კავკასიაში აბრაგებს ეძახდნენ ადამიანებს, რომლებიც ტყეს და მთას აფარებდნენ თავს საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან და მთლიანობაში კანონთან კონფლიქტის გამო. ისინი ცხოვრობდნენ ისეთი ცხოვრებით, სადაც მდიდარს ართმევდნენ და ასე გაჰქონდათ ცხოვრება, ხშირად გაჭირვებულებსაც ეხმარეობდნენ.
კავკასიის უკანასკნელი აბრაგი იყო ჩეჩენი ეროვნების ხასუხა მაგომადოვი, რომელიც 1976 წლამდე მოქმედ აბრაგად ითვლებოდა.
მთელი 35 წლის მანძილზე აბრაგობდა ხასუხა, მიუხედავად იმისა, რომ შემორიგების შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიას სთავაზობდნენ.
აბრაგს ჰქონდა პოზიცია-არ შერიგებოდა საბჭოთა სისტემას, შატოის რაიონის პატარა აულში ხასუხა დაიბადა 1905 წელს. თითქმის 35 წლის ასაკამდე ის ცხოვრობდა უბრალო გლეხის ცხოვრებით. მან თავად ისწავლა კარგად არაბული და რუსული ენები, რისი წყალობითაც ხშირად იწვევდნენ თარჯიმნად. შუამავლის როლმა, რომელსაც ის ასრულებდა ჩეჩნებსა და საბჭოთა ხელისუფლებას შორის, ის გახადა უზარმაზარი უსამართლობის შემსწრე 30-იან წლებში.
ხასუხა 1939 წელს ცხადდება კანონგარეშედ მეზობლის მოკვლის გამო, თუმცა დაჭრილმა სიკვდილამდე მოასწრო ეთქვა, რომ მასთან მიმართებაში ხასუხა იყო მართალი და ის არ დაესაჯათ (როგორი სულის კაცი უნდა იყოს ადამიანი სიკვდილის წინ დაიბაროს, ჩემი მკვლელი მართალია და არ დასაჯოთო!), შარიათის კანონების შესაბამისად ხასუხა გამოცხადდა გამართლებულად, მის მიერ მოკლული თანასოფლელის ოჯახმა და გვარმა განაცხადა, რომ სისხლის აღებას არ აპირებდა მიცვალებულის დანაბარებიდან გამომდინარე, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ხასუხა დააკავა და გროზნოს ციხეში გამოამწყვდია გამოძიების დასრულებამდე.
თუმცა ხასუხამ მალევე მოახერხა ციხიდან გაქცევა და შეუერთდა მოსკოვში გამომავალი "გლეხის გაზეთის" ყოფილი კორესპონდენტის ისრაილოვის რაზმს.
ერთერთ შეტაკებაში რაზმის მეთაური დაიღუპა, მთიელებმა სისხლი მალევე აიღეს, ჩასაფრება მოუწყვეს საბჭოთა მებრძოლებს და 20 მებრძოლი მოკლეს.
ამბოხებულების დაჭერის ან ლიკვიდირებისათვის ჩეჩნეთში გაიგზავნა როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს მთელი დივიზია.
ხასუხა ახერხებს ალყაში მოქცეული რაზმის ირგვლივ ორ მწკრივად შემორტყმული ალყის გარღვევას და მთებს აფარებს თავს.
1944 წელს ჩეჩნების დიდი ნაწილი მშობლიური აულებიდან გადაასახლეს ყირგიზეთის და ყაზახეთის ტრამალებში. ხასუხა გახდა თვითმხილველი თუ როგორ მორეკეს ხალხი აულ ხაიბახში, 700-ზე მეტი ჩეჩენი ეროვნების ადამიანები შერეკეს უზარმაზარ თავლაში გადაუკეტეს კარები და ცეცხლი წაუკიდეს შენობას.
ხასუხა იწყებს შურისძიებას საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ხოცავს ჩეკისტებს და დეპორტირებული ჩეჩნების სახლებს შესეულ მაროდიორებს.
ხასუხა იშვიათად მიდიოდა საკუთარ სახლში, მეგობრების და ნათესავების სახლში მისვლასაც ერიდებოდა იმაზე ფიქრით, მათთვის მისი იქ მისვლით საფრთხე არ შეექმნა, ამიტომაც მოუხელთებელი აბრაგი ტყეში და მთაში ცხოვრიბდა. თუ ვინმე გაუწევდა აბრაგს დახმარების ხელს მას ჩეჩნეთიდან გასახლება არ ასცდებოდა.
ხასუხა საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს უგზავნიდა წერილებს, სადაფ წერდა: არ ეძებნათ ის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავად მოძებნიდა დათ და აბრაგი ასეც აკეთებდა, რამდენიმე ათეული საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელი გამოასალმა სიცოცხლეს.
იშვიათად აბრაგი შეცვლილი იერით მიაკითხავდა გროზნოს საავაფმყოფოს და მკურნალობდა სხვისი სახელით და გვარით, გაწერისას კი უტოვებდა წერილს თუ ვინ იყო ის და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდიდა გაწეული დახმარებისათვის.
ტყეში ცხოვრებამ, აბრაგს წარმოუდგენლად განუვითარა ალღო, წინათგრძნობა და ინტუიცია, თუმცა აბრაგს სულ უფრო და უფრო ემატებოდა ასაკი, ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რადგან მას უკვე ვერტმფრენებითაც ეძებდნენ.
ერთხელ გვიან ღამით სახლში მისულმა აბრაგმა იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა, სწრაფად ჩაიცვა და იარაღის ასხმაც მოასწრო, მის სახლს ალყა შემოარტყა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და მილიციის რაზმებმა.
70 წლის აბრაგმა ნაცად ხერხს მიმართა-ჩაამტვრია ფანჯარა და იქიდან დიდი ბალიში ისროლა "კგბ"-ს და მილიციის რაზმებს ეგინათ, რომ ხასუხა იყო და ღამის სიბნელეში ბალიშს ტყვიები დაუშინეს, ამასობაში ხასუხა სახლის მეორე მხრიდან გადახტა და პირველი ვინც წინ შემოეფეთა ეგრევე ხანჯალზე წამოაგო და ალყა გაარღვია, მოკლული შატოის რაიონის სახელწიფო უშიშრობის კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი სალკო აღმოჩნდა, რომელიც ხელმძღვანელობდა ხასუხას დაკავების ოპერაციას!
მომდევნო ორი ზამთარი ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა უკვე ასაკოვანი აბრაგისათვის, ცეცხლის დანთება არ შეეძლო, არა და უკვე ავადმყოფობდა.
აბრაგმა ძმას წერილი გაუგზავნა მისულიყო სოფლის სასაფლაოზე და მუსლიმური წესით დაეკრძალა ხასუხა.
ხასუხა გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და დღისით მზისით მთიდან ჩამოსული სოფლის სასაფლაოსაკენ გაემართა, სადაც თავადვე დაიწყო საფლავის ამოთხრა. ხასუხას სოფელში მნახველებმა ეგრევე აცნობეს სახელმწიფო უშიშროებას და მილიციას-ხასუხა სოფელშია და სასაფლაოზეაო.
როცა სახელმწიფო უშიშროების, მილიციის და ადგილობრივი კომკავშირლების რაზმი მიუახლოვდა სასაფლაოს დაინახეს მოხუცი, რომელიც ხელს არ უშვებდა იარაღს, ჩამომჯდარიყო სასაფლაოსთამ გამავალი მდინარის სანაპიროზე ქვაზე და დიდი ალბათობით ლოცულობდა.
ვერავინ გაბედა მოხუცთან მიახლოება, მხოლოდ ერთმა კომკავშირელმა კარაბინიდან ესროლა ხასუხას, რომელსაც მისკენ მიშვერილი კარაბინის დანახვაზე რეაქცია არც კი ჰქონია.
ამასობაში ადგილობრივი სახელმწიფო უშიშროების უფროსმა, ხასუხას ძმას ავტომატი დაკავა ხელში და უბრძანა ძმისთვის ესროლა.
საბედნიეროდ ძმას არ მოუწია უზარმაზარი ცოდვის ჩადენა, ხასუხასთან მისულმა ძმამ ის უკვე მკვდარი იპოვა.
შატოის საავადმყოფოში წასვენებული ხასუხა მისმა ძმამ და ნათესავებმა გამოისყიდეს და სხვებისთვის უცნობ ადგილზე დაკრძალეს მუსლიმური ტრადიციით, ისე როგორც ჰქონდა მას დაბარებული.

ბიჭმა ბიძაშვილი გოგონას გამო დაუნდობლობით ცნობილ აბრაგზე შური იძია. რეალური ისტორია

რეალური ისტორია აბრაგების დაკარგულ საგანძურზე რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია

რეალური ისტორია აბრაგების დაკარგულ საგანძურზე რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია. || ნაწილი

ცნობილი აბრაგის უცნაური სიკვდილი, კაცი რომელიც ტყვიების "წვიმებს" გადაურჩა ღელეში დაიხრჩო

ცნობილი აბრაგის უცნაური სიკვდილი, კაცი რომელიც ტყვიების "წვიმებს" გადაურჩა ღელეში დაიხრჩო. || ნაწილი

0
580
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
580