ქალი და მამაკაცი ნუთუ ეს როსკიპი ქალი,სამი სხვადასხვა კაცის მიერ გაჩენილი სამი შვილით ღირს ამად? 2019, 23 სექტემბერი, 11:44
ცნობილი ლატვიელი კალათბურთელის იანის ტიმას ცოლმა, სანამ განაცხადა, რომ 36 წლის მომღერალმა ანა სედოკოვამ წაართვა ქმარი და მეტიც, როგორც იანისის ყოფილი მეუღლე სანა აცხადებს, სპორტსმენმა დაუბლოკა მისი ყველა საკრედიტო ბარათი და მოთხოვა დატოვოს სახლი ერთი წლის შვილთან ერთად.
სანამ იცოდა, რომ იანისს საყვარელი ჰყავდა, მაგრამ ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, თუმცა მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ქმარმა არა მარტო გაყრა გადაწყვიტა, არამედ მთლიანი ქონების ჩამორთმევაც. "მისთვის ზრუნვა ნიშნავს საკუთარი შვილის დედისთვის საკრედიტო ბარათების დაბლოკვა, ფულოდ დატოვება და ამბობს, რომ ბინაც უნდა დავცალოთ და რა..შვილთან ერთად ქუჩაში უნდა ვიცხოვროთ"-ამბობს სანა. "ნუთუ ეს როსკიპი ქალი, სამი სხვადასხვა კაცის მიერ გაჩენილი სამი შვილით ღირს ამად?ან იცის, რომ ამ დროისთვის შენ ერთადერთი კაცი არ ხარ მისთვის?მიყვარდი მთელი გულით, გაჩუქე შვილი, ყველა უსაქციელობას გპატიობდი, რასაც სჩადიოდი და ეს არის ის რაც დავიმსახურე?ძალიან შორს შეტოპე, პატივს არ მცემ არც მე და არც საკუთარ შვილს." 27 წლის ლატვიელი კალათბურთელი იანის ტიმა ამჟამად კლუბ "ხიმკიში" თამაშობს, ის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია და ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს.გამოდიოდა NBA-ში, რა დროსაც მემფისის "Memphis Grizzlies" ღირსებას იცავდა. ВИА Гра -ს ექს-სოლისტთან ანა სედოკოვასთან რომანი კალათბურთელმა დაახლოებით 6 თვის წინ გააბა, ამ ზაფხულს ისინი ერთად ისვენებდნენ თურქეთში, მანამდე კი იანის ტიმმა ყველა ფოტო წაშალა სოციალური ქსელიდან, რომელიც ცოლთან ერთად ჰქონდა გადაღებული. ანა სედოკოვამ მალევე უპასუხა სანას კომენტარს, მან აღნიშნა, რომ იანისზე კეთილი და პატიოსანი ადამიანი არ შეხვედრია:"ის ქვეყნის სიამაყეა, გუნდის სიამაყეა და ჩემი სიამაყეც". "რამდენი სიბინძურე ვრცელდება პრესაში ჩემზე, მე არც ვაპირდებდი პასუხის გაცემას, სანამ ატირებულმა ჩემმა მშობლებმა არ დამირეკეს.ხანდახან სიხარბე და ფულის მიღების სურვილი საშინელ ქმედებებს აკეთებინებს ადამიანს, ძალიან გთხოვთ ამ ბოდვებს არ დაუჯეროთ." ანა სედიკოვას უმალ უპასუხა იანისის ყოფილმა მეუღლემ: "ნუ გამოგყავს საკუთარი თავი ანგელოზად, მთელმა რუსეთმა იცის, რომ შენ ხარ ქვეყნის ყველაზე დიდი წაკლა, ჩვენი მშობლებიც ტირიან, მაგრამ შენ ხარ საკუთარი ოჯახის სირცხვილი! ვტირივარ მეც, რადგან ის იყო ყველაზე მოსიყვარულე ქმარი, სანამ შენ არ შეგხვდა და ყველა საქმეში ჩააჯ.... იმიტომ, რომ შენ აიძულე იგი." ასევე იხილეთ:"ყველაზე ლამაზი სხეული რუსეთში"-ასე უწოდებენ მომღერალ ანა სედოკოვას "უსირცხვილი ქალი"-"ვია გრას" (ВИА Гра) ყოფილმა სოლისტმა ისეთი თამამი ფოტოები გამოაქვეყნა, რომ თაყვანისმცემლებსაც კი შერცხვათ 1971 3-ს მოსწონს
|