სხვა როგორ განვასხვავოთ პარფიუმი, პარფიუმის წყალი და ტუალეტის წყალი ერთმანეთისგან 2019, 30 სექტემბერი, 11:47 არომატის არჩევისას ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს მის ხარისხს და უბრალოდ, ყიდულობს იმას, რაც მოსწონს. ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს "eau fraiche". შესაფერისი ტიპის სუნამოს შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც არომატის - თუ სუნი ძალიან ძლიერია, მან შეიძლება თავად თქვენ და თქვენ გარშემო ყველას სუნთქვა შეგიკრათ. ხოლო თუ ძალიან სუსტია, შეიძლება თვალის დახამხამებაში გაქრეს მისი სურნელი.
სტატიაში გაგაცნობთ მარტივ გზებს, როგორ განასხვავოთ 5 ყველაზე პოპულარული არომატის ტიპი ერთმანეთისგან. პარფიუმიპარფიუმი ანტიკური დროიდან გამოიყენებოდა, როცა ხალხი სამკურნალო მალამოებსა და სურნელოვან ბალზამებს ამზადებდა ეთერზეთების გამოყენებით. დღეს პარფიუმი ეთერის ზეთის ყველაზე მეტ კონცენტრაციას შეიცავს, დაახლოებით 20-30%-ს, რის გამოც მისი სუნელი უფრო "გამყოლია" და მეტ ხანს ძლებს.საშუალოდ, მისი სუნი კანზე 6 საათს რჩება, ქსოვილებზე კი - უფრო მეტ ხანს. სწორედ ამიტომ პარფიუმი სურნელოვან არომატებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია და ყოველდღიური გამოყენებისთვის რეკომენდებული არ არის. პარფიუმის წყალიბევრს პარფიუმი და პარფიუმის წყალი ერთმანეთში ერევა. სიტყვა "eau" - "წყალი" იმაზე მიგვანიშნებს, რომ არომატი უფრო მეტადაა გახსნილი. ეთერზეთების კონცენტრაცია პარფიუმის წყლებში შემცირებულია და საშუალოდ 15-20%-ს შეადგენს. მისი სუნი კანზე დაახლოებით 4 საათს რჩება. პარფიუმთან შედარებით, პარფიუმის წყალი უფრო მსუბუქია და მისი გამოყენება ყოველდღიურადაც შეიძლება.ტუალეტის წყალიტუალეტის წყალი პირველად მე-14 საუკუნეში გამოჩნდა. ამ დროს მას "სამოთხის წყალსაც" ეძახდნენ. დღეს ის მსუბუქი არომატების ტიპს მიეკუთვნება, რომელიც 5-დან 15%-მდე ეთერზეთებს შეიცავს და ალკოჰოლთანაა გაზავებული. მისი არომატი კანზე დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში რჩება. ტუალეტის წყალს არ აქვს "მძიმე" სუნი, რის გამოც მისი გამოყენება ზაფხულის ცხელ დღეებშიც რეკომენდებულია. არომატებს შორის დღეს მას ყველაზე ხშირად ყიდულობენ.ოდეკოლონის წყალიოდეკოლონს/ოდეკოლონის წყალს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიყენებდნენ მამაკაცები. დღეს ოდეკოლონი მსუბუქ არომატს ნიშნავს, რომელიც 2-დან 4%-მდე ეთერზეთებს შეიცავს ალკოჰოლთან და წყალთან ერთად. მისი სუნი კანზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში რჩება. ამ მსუბუქ არომატს ხშირად იყენებენ ახალგაზრდები.ფრეშის წყალი“Eau fraiche” ითარგმნება როგორც "ნატურალური, სუფთა წყალი" და დღესდღეობით არომატის ყველაზე მსუბუქი სახეობაა. მასში ეთერზეთების კონცენტრაცია 1-დან 3%-მდეა. ფრეშის წყლის სუნი კანზე საათზე ნაკლებ ხანს რჩება. ის, როგორც წესი, იაფი ღირს და შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოიყენოთ, სპორტის დროსაც კი.p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები 2. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს 3. 10 სასარგებლო რჩევა გოგონებს 929 5-ს მოსწონს
|