"შენ დედა ხარ, გამოჩნდი ნუ გეშინია, გვერდით დაგიდგებით ყველა რომ გაზარდო შენი პატარა.....არ დატოვო მარტო, მას ძალიან სჭირდები, მოგვწერე პირადში. ჩვენ ყველა დედები ვართ გვესმის, გაგიგებთ ყველას ერთნაირი ცხოვრება არ აქვს! მთავარია არ მიატოვო პატარა ბიჭი რომელიც შენ გელოდება...."
"ეს ამბავი ჩემს ოჯახში მოხდა (თოთო ბავშვი, პატარა ბიჭუნა ვიპოვნეთ კარებთან) თუ თვითონ გამოჩნდები არაფერი გემუქრება არ შეგეშინდეს, ჩვენ შენთან ვართ ვაკოპირებ ჩემივე სტატუსს, გთხოვთ გაავრცელით იქნებ მივიდეს დედამდე ინფორმაცია....
"ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ამიტომ მეც დავწერ იმას რისი დაწერაც გუშინ მინდოდა და ვერ შევძელი.გუშინ ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის, გუშინ დავფიქრდი კიდევ უფრო ღრმად ჩვენს ცხოვრებაზე.ყოველი წამი თქვენს საყვარელ ადამიანებთან გატარებული არის ის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს. იმის შესაძლებლობა, რომ მე და ბექა გაბრიელს ვზრდით, გვიყვარს, ვაჭმევთ და ვეფერებით, ყველაფერს ვაძლევთ რაც შეგვიძლია, ყოფილა ბედნიერება და არა ჩვეულებრივი მოვლენა, როგორადაც წარმოგვიდგენია ხოლმე.გული ეხლაც ისე მიცემს, ისე ვიწვი შინაგანად, რომ რთულია გადმოვცე.
კარებთან ბავშვის ტირილი-გავრბივართ და 1თვის (შეიძლება არც) უსუსური ბავშვი ჩვენს წინ.... მეც დედა ვარ, იმწამსვე ჩავიხუტე და დაიძინა.... (ბევრს ვეღარ ვილაპარაკებ)
პოლიციამ წაიყვანა, კარგად არის.
არვიცი, როგორ ან რანაირად მაგრამ, თუ კითხულობ ჩემს პოსტს, შემეხმიანე.აბსოლუტურად ყველა გვერდში დაგიდგებით და გაგაზრდევინებთ ჩვენს ბიჭუნას.. შენ ჭირდები, დედა სჭირდება ..."