საზოგადოებრივი ვაჭრობდნენ დასავლეთ ევრაზიელები კოკაინით და ნიკოტინით ამერიკასთან კოლუმბამდე? 2019, 19 სექტემბერი, 17:02 რუსული წარმოშობის გერმანელი მეცნიერი, დოქტორი სვეტლა ბარაბანოვა სწავლობდა ე.წ. "ქალბატონ ჰენუტ ტაუის" მუმიას ეგვიპტეში, როდესაც მასში აღმოაჩინა კოკაინისა და ნიკოტინის მოხმარების კვალი. თავიდან მუმია ნაყალბევი ეგონათ ამის გამო, მაგრამ გამოკვლევის შემდეგ დადასტურდა მუმიის ავთენტურობა და ასაკი. ნაყალბევი ეგონათ იმის გამო, რომ კოკაინი და ნიკოტინი მხოლოდ ამერიკაში მოჰყავდათ იმ პერიოდში. ისინი ევრაზიაში მხოლოდ მაშინღა შემოვიდა, რაც კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა. 1492 წლამდე ვიდრე კოლუმბი აღმოაჩენდა ამერიკის კონტინენტებს, იქ უკვე იყვნენ ჩასულები ევრაზიელები, მაგალითად ჩინელები, ვიკინგები, იტალიელები, და როგორც აღმოჩნდა ყველაზე უფრო ადრე ძვ.წ. 1000 წლისთვის ახლო აღმოსავლეთის ან ხმელთაშუაზღვის ხალხი. ფინიკიელებს და მინოსური ცივილიზაციის შემქმნელ პელასგ-კოლხებს შეეძლოთ, რომ მიეღწიათ ამერიკის კონტინენტებს და ევაჭრათ კიდეც მათთან სხვადასხვა საქონლით. როგორც აღმოჩნდა ეგვიპტელებიც საკმაოდ გაწაფულნი იყვნენ საზღვაო საქმიანობაში, მაგალითად ძვ.წ. 1477 წელს დედოფალმა ჰატშეფსუტმა დაგეგმა და განახორციელა დღემდე კარგად შეუსწავლელი შორი საზღვაო მოგზაურობა "პუნტის ქვეყანაში" გემებით, რომლებიც 21 მეტრის სიგრძის იყო და იტევდა 210 მეზღვაურს, ასევე დატვირთული იყო ოქროთი და სხვადასხვა ძვირადღირებული ნაწარმით რომ სარფიანად ევაჭრათ. ასეთი გემებით მათ შეეძლოთ გადაეცურათ ოკეანე. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწილი II)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე103 1-ს მოსწონს
|