x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
როგორი რეიტინგი დაწერა „მთავარმა არხმა? - „სრული და ყველა დროის რეკორდი“
image


"ამასობაში, დაფუძნებიდან მეათე დღეს, მთავარმა არხმა ორნიშნა რეიტინგის ნიშნული გაარღვია", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. თუმცა გვარამიას რეიტინგის ამსახველი სქემა, ან დოკუმენტი არ გამოუქვეყნებია და არც ის დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რამდენი პროცენტია მისი რეიტინგი.


სხვა შემთხვევებში ეს გუნდი რეიტინგის ამსახველი მონაცემების სქრინებს მუდმივად აქვეყნებდნენ, თუმცა მთავარი არხის გახსნის შემდეგ მის არცერთ თანამშრომელს რეიტინგთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.


„რამდენიმე დღე მძიმე ვირუსმა დამაგდო. ჯერაც არ გამსვლია, უბრალოდ, დღეს პირველად შევძელი კომუნიკაციაზე გამოსვლა. ხოდა, ამასობაში, დაფუძნებიდან მეათე დღეს, მთავარმა არხმა ორნიშნა რეიტინგის ნიშნული გაარღვია. უსერიალოდ, არასრული ბადით, მაგრამ საუკეთესო ნიუსით და თოქშოუებით.



დაბრუნდა ხალხი კურორტებიდან და დაიწყო გადართვა სადაც საჭიროა. სრული და ყველა დროის რეკორდია. ელოდეთ კიდევ მეტს. ps დღეს უყურეთ ნანუკას ლაივშოუს. ფანტასტიური სტუდიით, ჯერ რომ არ გინახავთ, ისეთით. იაფად, სამაგიეროდ, სუპერკრეატიულად", - წერს გვარმია.

0
445
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0