x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

image

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელიც რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა:

"მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მათი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავენ. ამიტომაც მოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია - ვინმეს გამართლება; არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს - წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყლიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე.“


შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილში გულისწყრომა და კითხვის ნიშნები გამოიწვია პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ზოგიერთმა მსჯავრდებულმა, მათ შორის 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის და დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძის შეწყალების გამო.

0
51
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0