x
image
თორ ნიკე
ამერიკული რასა
ამერიკული რასა


სამხრეთ ამერიკის (17, 840, 000 კვ. კმ) და ჩრდილოეთ ამერიკის (24, 710, 000 კვ. კმ.) ტერიტორია რუსეთზე (17, 100, 000 კვ.კმ) ორჯერ დიდია. მთლიანობაში ორივე ამერიკის ფართობი არის 42, 550, 000 - ეს უდრის რუსეთი+რუსეთი+ევროკავშირი+ინდოეთი.

შედარებისთვის, თავად რუსეთი საქართველოს 246-ჯერ აღემატება.

რაც ნამდვილად დადასტურებულია, ამერიკის კონტინენტები უკვე დასახლებულია მინიმუმ 16, 000 წლის (160 საუკუნის) განმავლობაში იქ ციმბირიდან გადასული მონღოლოიდური რასის ხალხით, რომლებიც შემდგომში ე.წ. "წითელკანიანებად" ანუ ადგილობრივ ამერიკელებად, როგორც იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი უწოდებდა - ამერიკულ რასად ჩამოყალიბდნენ. მონღოლოიდების პირველი ტალღები ციმბირიდან ამერიკისკენ ბერინგის სრუტის გავლით დაიძრნენ მინიმუმ ძვ.წ. 14, 000 წლისთვის (აკადემიური მეცნიერების საკმაოდ დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს 4000 წლით უფრო ადრე მოხდა, კერძოდ ძვ.წ. 18000 წლისთვის). ისინი ძალიან გამრავლდნენ ამ ორ უზარმაზარ კონტინენტზე ჩრდ. და სამხ. ამერიკაში და ეს ტერიტორია მხოლოდ მათი განსახლების არეალად რჩებოდა 1500 წლამდე, სანამ არ დაიწყო ევროპელების მიერ ამერიკის კონტინენტების ძალიან მასშტაბური ათვისება. გამოდის, რომ ძვ.წ. 140-ე საუკუნიდან ახ.წ. მე-16 საუკუნემდე - მინიმუმ 155 საუკუნის განმავლობაში ამერიკის კონტინენტები ეკუთვნოდა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკულ რასას - ე.წ. "ინდიელებს". ადგილობრივი ამერიკელების 80%-ზე მეტის დამახასიათებელი ჰაპლოჯგუფი მამის ხაზით ზუსტად იგივე იყო და დღემდე არის, რაც შუა აზიელების - ჰაპლოჯგუფი Q. 1500 წლისთვის, როდესაც ევროპელებმა დაიწყეს ამერიკის კონტინენტზებზე გადასვლა და მათი დაპყრობა, ინდიელების რაოდენობა ორივე კონტინენტზე შეადგენდა დაახლოებით 112 მილიონ ადამიანს. მხოლოდ გვატემალას ტერიტორიაზე (108, 888 კვ. კმ), რაც დაახლოებით საქართველოს და სომხეთის გაერთიანებული ტერიტორიის ტოლია, ცხოვრობდა დაახლოებით 15 მილიონი ადგილობრივი ამერიკელი.



ამერიკული რასა


ამერიკულმა რასამ ისტორიის განმავლობაში წარმოშვა ათასობით ტომი, ათასობით ეთნოსი და ენა (სულ დედამიწაზე დღემდე მკვდარია დაახლოებით 200 ათასამდე ენა), ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ათასწლეულსა და საუკუნეში მცხოვრებმა, საერთო ჯამში მილიარდობით ამერიკული რასის წარმომადგენელმა ადამიანმა, რომელთა სახელები დავიწყებას მიეცა, ჩამოაყალიბა უამრავი ძველი ცივილიზაცია და კულტურა, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ან/და ბევრად უკეთ შესასწავლია (The List of pre-Columbian Cultures). მათი ხსოვნა სწორედ ამ კულტურების სახელებში ცოცხლობენ და ამ ყველაფრის აღმოჩენის საშუალება არქეოლოგიამ მოგვცა. უძველესი (კოლუმბამდელი) ამერიკული კულტურებია:


ამერიკული რასა



ჩრდილოეთ ამერიკის კულტურები


პალეო-ინდიელები - ძვ.წ. 18, 000-8000 წწ.

1. კლოვისის კულტურა - ძვ.წ. 11, 500 - 11, 000 წწ.

2. ფოლსომის კომპლექსი - ძვ.წ. 9000 - 8000 წწ.

3. პლანოს კულტურა - ძვ.წ. 9000 - 6000 წწ.

4. კოდის კომპლექსი - ძვ.წ. 8000 - 6000 წწ.


ამერიკული რასა


არქაული პერიოდი - ძვ.წ. 8000 - 1000 წწ.

5. პალეო-არქტიკული ტრადიცია - ძვ.წ. 8000-5000 წწ.

6. ვოტსონ-ბრეიკის კულტურა - ძვ.წ. 3500-2800 წწ.

7. სიღარიბის წერტილის კულტურა - ძვ.წ. 2200 - 700 წწ.


ამერიკული რასა


პოსტ-არქაული პერიოდი - ძვ.წ. 1000-დან დღემდე.

8. წინაპართა პუებლოს კულტურა - ძვ.წ. 1200 - ახ.წ. 1300 წწ.

9. ფრემონტის კულტურა - ახ.წ. 1 - 1300 წწ.

10. ჰოჰოკამის კულტურა - ახ.წ. 1 - 1450 წწ.


ამერიკული რასა


ტყიანი მიწების კულტურების პერიოდი - ძვ.წ. 1000-ახ.წ. 1000 წწ.

11. ადენას კულტურა - ძვ.წ. 1000-200 წწ.

12. ჰოუფველის კულტურა - ძვ.წ. ძვ.წ. 200-ახ.წ. 500 წწ.

13. ტროავილის კულტურა - ახ.წ. 400-700 წწ.

14. ქოულს კრიკის კულტურა - ახ.წ. 700-1200 წწ.

15. ფლამ ბაიოუს კულტურა - ახ.წ. 700-1200 წწ.

16. მისისიპური კულტურა - ახ.წ. 800-1730 წწ.

17. ქაბორნ-ველბორნის კულტურა - ახ.წ. 1400-1700 წწ.

18. კადოურ მისისიპური კულტურა - ახ.წ. 1000-1650 წწ.

19. ფორტ ვოლტონის კულტურა - ახ.წ. 1100-1550 წწ.

20. ლეონ-ჯეფერსონის კულტურა - ახ.წ. 1100-1550 წწ.

21. პლაკვიმინის კულტურა - ახ.წ. 1200-1730 წწ.

22. ფორტ ენშენთის კულტურა - ახ.წ. 1000-1650 წწ.

23. ონეოტას კულტურა - ახ.წ. 900-1650 წწ.


ამერიკული რასა



კარიბის ზღვის ქვეყნების კულტურები


24. ორთოროიდის ხალხის კულტურა - ძვ.წ. 5500- ახ.წ. 200 წწ.

25. კრუმ ბეის კულტურა - ძვ.წ. 1500-200 წწ.

26. კოროსოს კულტურა - ძვ.წ. 1000 - ახ.წ. 200 წწ.

27. კიბონეის ხალხის კულტურა - ძვ.წ. 1000-301 წწ.

28. გუანაჰატაბეის კულტურა - ძვ.წ. 1000 წ.

29. სალადოიდის კულტურა - ძვ.წ. 500 - ახ.წ. 545 წწ.

30. ოსტინოიდის კულტურა - ახ.წ. 600-1500 წწ.

31. არავაკის ტომების კულტურები - ახ.წ. 500-1500 წწ.


ამერიკული რასა



მეზოამერიკის კულტურები


32. აცტეკების ცივილიზაცია - ახ.წ. 1325-1521 წწ.

33. ფორმაციული პერიოდის კულტურა - ძვ.წ. 2500 - ახ.წ. 200 წწ.

34. ჰუასტეკის კულტურა - ძვ.წ. 1000 - ახ.წ. 1500 წწ.

35. მაიას ცივილიზაცია - ძვ.წ. 2600 - ახ.წ. 1697 წწ.

36. მიქსეს კულტურა - ახ.წ. 400 - დღევანდელ დღემდე.

37. მიქსტეკის კულტურა - დაარსების თარიღი უცნობია და არსებობდა ახ.წ. 1600 წლამდე.

38. ოლმეკის კულტურა - ძვ.წ. 1500-400 წწ.

39. პურეპეჩას იმპერია ანუ ტარასკანის სახელმწიფო - ახ.წ. 1300-1530 წწ.

40. თეოტიუაკანის ქალაქ-სახელმწიფო - ძვ.წ. 200 - ახ.წ. 800 წწ.

41. ტეუჩიტლანის ტრადიცია - ძვ.წ. 300 - ახ.წ. 500 წწ.

42. ტოლტეკის კულტურა - ახ.წ. 900-1100 წწ.

43. ტოტონაკის კულტურა - წარმოქმნის თარიღი უცნობია, მაგრამ განადგურდა ახ.წ. 1500 წელს.

44. დასავლეთ მექსიკის ჩოგნისებრი სამარხების კულტურა - ძვ.წ. 1500- ახ.წ. 400 წწ.

45. ზაპოტეკის კულტურა - ძვ.წ. 500 - ახ.წ. 1500 წწ.


ამერიკული რასა



ისთმო-კოლუმბიური არეალის კულტურები


46. კუევას ხალხის კულტურა - წარმოქმნის თარიღი უცნობია, მაგრამ იარსება ახ.წ. 1530 წლამდე.

47. დიქუის კულტურა - ახ.წ. 700-1530 წწ.


ამერიკული რასა



სამხრეთ ამერიკის კულტურების პერიოდიზაცია


48. ელ აბრას კულტურა - ძვ.წ. 12, 500-10, 000 წწ.

49. ოქუენდოს კულტურა - წარმოქმნის თარიღი დაუზუსტებელია, მაგრამ დასრულდა ძვ.წ. 9500 წელს.

50. ე.წ. წითელი ზონის კულტურები (არგენტინა და ჩილე) - წარმოქმნის თარიღი უცნობია, მაგრამ დასრულდა ძვ.წ. 9500 წლისთვის.

51. ელ ინგას კულტურა - ძვ.წ. 9500-8000 წწ.

52. ჩივატეროს კულტურა - ძვ.წ. 9500-8000 წწ. (პირველი პერიოდი), ძვ.წ. 8000-6000 წწ. (მეორე პერიოდი),

53. ლაურიკოჩას კულტურა - ძვ.წ. 8000-6000 წწ. (პირველი პერიოდი), ძვ.წ. 6000-4200 წწ. (მეორე პერიოდი), ძვ.წ. 4200-2500 წწ. (მესამე პერიოდი).

54. ლას ვეგასის კულტურა - ძვ.წ. 800-4600 წწ.

55. არენალის კულტურა - ძვ.წ. 8000-6000 წწ.

56. პლაია ჩირას კულტურა - ძვ.წ. 8000-6000 წწ.

57. პუიენკას კულტურა - ძვ.წ. 8000-6000 წწ.

58. ტოკუეპალას კულტურა - ძვ.წ. 8000-4200 წწ.

59. ჩინჩოროს კულტურა - ძვ.წ. 9000-3500 წწ.

60. ამბოს კულტურა - ძვ.წ. 6000-4200 წწ.

61. კანარიოს კულტურა - ძვ.წ. 6000-4200 წწ.

62. სიქეს კულტურა - ძვ.წ. 6000-4200 წწ.

63. ლუზის კულტურა - ძვ.წ. 6000-4200 წწ.

64. ვალდივიას კულტურა - ძვ.წ. 4200-1500 წწ.

65. კასმა-სეჩინის კულტურა - ძვ.წ. 3600-200 წწ.

66. ნორტე ჩიკოს იგივე კარალ-სუპეს ცივილიზაცია - ძვ.წ. 3500-1800 წწ.

67. ჰონდას კულტურა - ძვ.წ. 4200-2500 წწ.

68. ვისკაჩანის კულტურა - ძვ.წ. 4200-1800 წწ.

69. ბუენა ვისტას კულტურა - ძვ.წ. 2500-1500 წწ.

70. კასავილკას კულტურა - ძვ.წ. 2500-1500 წწ.

71. კულებრას კულტურა - ძვ.წ. 2500-1800 წწ.

72. ვენტარონის კულტურა - ძვ.წ. 2500-1800 წწ.

73. ჰუაკა პრიეტას კულტურა - ძვ.წ. 12, 500-2000 წწ.

74. ტეჰუელჩეს კულტურა - დაახლოებით წარმოიქმნა ძვ.წ. 1800 წელს და დასრულდა ახ.წ. 1820 წწ.

75. კალიმას კულტურა - ძვ.წ. 200 - ახ.წ. 400 წწ..

76. ჰერერას კულტურა - ძვ.წ. 800 - ახ.წ. 800 წწ.

77. ქორერას კულტურა - ძვ.წ. 1300- ახ.წ. 300 წწ.

78. ლა ტოლიტას კულტურა - ძვ.წ. 900 - ახ.წ. 200 წწ.

79. კუპისნიქუეს კულტურა - ძვ.წ. ძვ.წ. 1500-500 წწ.

80. ჩირიპას კულტურა - ძვ.წ. 900 - ახ.წ. 200 წწ.

81. პარაკასის კულტურა - ძვ.წ. 800-100 წწ.

82. პეჩიჩეს კულტურა - ძვ.წ. 900 - ახ.წ. 600 წწ.

83. სეჩურას კულტურა - ძვ.წ. 900 - ახ.წ. 200 წწ.

84. ქსაკსეს კულტურა - ძვ.წ. 900 - ახ.წ. 200 წწ.

85. ქუიმბაიას ცივილიზაცია - მისი წარმოქმნის დრო უცნობია, მაგრამ ზენიტს მიაღწია ახ.წ. მე-4-7 საუკუნეებში და დასრულდა დაახლოებით ახ.წ. 700 წლისთვის.

86. სან აგუსტინის კულტურა - ძვ.წ. 3300 - ახ.წ. 1500 წწ.

87. ტიარადენტროს კულტურა - ძვ.წ. 200 - ახ.წ. 900 წწ.

88. ტოლიმას კულტურა - ახ.წ. 200-600 წწ.

89. ლა ბახიას კულტურა - ახ.წ. 200-600 წწ.

90. მოჩეს ცივილიზაცია - ახ.წ. 100-700 წწ.

91. ლიმას კულტურა - ახ.წ. 100-650 წწ.

92. მარახოს, იგივე მარახოარას კულტურა - ახ.წ. 800-1400 წწ.

93. კაუკას კულტურა - ახ.წ. 850-1000 წწ.

94. კანიარის კულტურა - ახ.წ. 550-1533 წწ.

95. ჰუარის, იგივე ვარის კულტურა - ახ.წ. 500-1000 წწ.

96. პარინაკოტას კულტურა - ახ.წ. 1000-1476 წწ.

97. ჰუაილასის კულტურა - ახ.წ. 1000-1476 წწ.

98. ჰუამაჩუკოს კულტურა - ახ.წ. 1000-1476 წწ.

99. ლუპაკას კულტურა - ახ.წ. 1000-1476 წწ.

100. მუისკას კონფედერაცია - ახ.წ. 1450-1540 წწ.

101. ნარინიოს კულტურა - ახ.წ. 800-1500 წწ.

102. ტაირონას კულტურა - ახ.წ. 1000 - 1476 წწ.

103. ლოს ჰუანკავლიკას კულტურა - ახ.წ. 1000-1476 წწ.

104. კარას კულტურა, იგივე კიტოს სამეფო - ახ.წ. 800-1470 წწ.

105. მანტენოს ცივილიზაცია - ახ.წ. 850-1600 წწ.

106. ჩიმუს კულტურა - ახ.წ. 900-1470 წწ.

107. ჩინჩას კულტურა - ახ.წ. 900-1470 წწ.

108. კაიამარკას კულტურა - ახ.წ. 900-1470 წწ.

109. ჩირიბაიას კულტურა - ახ.წ. 1000-1476 წწ.

110. პიურას კულტურა - ახ.წ. 200-1470 წწ.

111. ჩანჩაის კულტურა - ახ.წ. 1000-1470 წწ.

112. ჩაჩაპოიას კულტურა - ახ.წ. 1000-1470 წწ.

113. ჩირიბაიას კულტურა იგივე ჩიმორი ან ჩიმუს იმპერია - ახ.წ. 850-1470 წწ.

114. ჩუკიტოს კულტურა - ახ.წ. 1000-1470 წწ.

115. ჰუამან ჰუილკას კულტურა - ახ.წ. ახ.წ. 1000-1470 წწ.


ამერიკული რასა

ამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასაამერიკული რასა



დღესდღეობით, 2019 წლის მონაცემებით ამერიკული რასის ადამიანების რაოდენობა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში მთლიანობაში 60 მილიონს აღწევს. მათ ასევე დიდი მონაწილეობა მიიღეს დღევანდელი ლათინური ამერიკის ერების ფორმირებაში იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობენ. დიდება და უკვდავება ვუსურვოთ ამერიკულ რასას.




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
273
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0