საზოგადოებრივი ტრაპიზონის იმპერია 2019, 16 სექტემბერი, 3:15 ![]() ტრაპიზონის იმპერია იყო ძლიერი ქართულ-ბერძნული, საქართველოს სამეფოს დაქვემდებარებული სახელმწიფო, დედაქალაქით ტრაპიზონი (კოლხთა ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი). ყოფილი პონტოს სამეფოს ადგილას. ტრაპიზონის იმპერია წარმოიქმნა ბიზანტიის იმპერიის რღვევის შემდგომ და იარსება 1204-1461 წლებში. ეს იმპერია შეიქმნა თამარ მეფის ინიციატივით და ბაგრატიონთა სამეფო გვარის მიერ, ხოლო ამ იმპერიის მმართველობა გადაულოცეს თავისზე დაქვემდებარებულ ბერძნულ სამეფო საგვარეულოს - კომნენოსებს. კერძოდ ტრაპიზონის იმპერიის პირველ იმპერატორად თამარმა დასვა ბიზანტიის მმართველი კომნენოსთა დინასტიის ბოლო იმპერატორის - ანდრონიკე I-ის შთამომავალი, საქართველოს სამეფო კარზე ქართულად აღზრდილი და თავადვე თამარ მეფის დის - რუსუდანის შვილი - ალექსი კომნენოსი. ალექსის მამა კი გახლდათ ბიზანტიის სევასტოკრატორი მანუელ კომნენოსი. ტრაპიზონის იმპერია მოიცავდა უძველეს კოლხურ მიწებს - ლაზეთს, ჭანეთს, ხალიბეთს და ქალდეას. მისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ კოლხები (ლაზები, ჭანები, იგივე მთიელი ლაზები, ხალიბები და ქალდები) შეადგენდნენ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილს ბერძნები იკავებდნენ. ამ იმპერიის გარშემო კი ძლიერდებოდა ისლამური ოკეანე (ტრაპიზონის ბერძნები საბერძნეთში იქნენ გადასახლებულნი მე-20 საუკუნეში). ასე რომ ალექსი კომნენოსმა შექმნა პრო-ქართული ლაზურ-ბერძნული მართლმადიდებლური სახელმწიფო - ტრაპიზონის იმპერია და მიიღო ტიტული მეგას ანუ "დიდი". ტრაპიზონის იმპერატორები1. ალექსი I მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1204-1222 წლებში. ![]() 2. ანდრონიკე I გიდოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1222-1235 წლებში. ![]() 3. იოანე I აქსოუხოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1235-1238 წლებში. ![]() 4. მანუელ I მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1238-1263 წლებში. ![]() 5. ანდრონიკე II მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1263-1266 წლებში. ![]() 6. გიორგი მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1266-1280 წლებში. ![]() 7. იოანე II მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1280-1284 და ასევე 1285-1297 წლებში. ![]() 8. თეოდორა მეგალე კომნენე - ტრაპიზონის იმპერატორი 1284-1285 წლებში. ![]() 9. ალექსი II მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1297-1330 წლებში. ![]() 10. ანდრონიკე III მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1330-1332 წლებში. ![]() 11. მანუელ II მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1332 წელს. 8 იანვრიდან სექტემბრამდე. ![]() 12. ბასილ მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1332-1340 წლებში. ![]() 13. ირენე პალაიოლოგინა - ტრაპიზონის იმპერატორი 1340-1341 წლებში. ![]() 14. ანა ანაჩოტლუ - ტრაპიზონის იმპერატორი 1341-1342 წლებში. ![]() 15. იოანე III მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1342-1344 წლებში. ![]() 16. მიქაელ მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1344-1349 წლებში. ![]() 17. ალექსი III მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1349-1390 წლებში. ![]() 18. მანუელ III მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1390-1417 წლებში. ![]() 19. ალექსი IV მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1417-1429 წლებში. ![]() 20. იოანე IV მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1429-1460 წლებში. ![]() 21. დავით მეგას კომნენოსი - ტრაპიზონის იმპერატორი 1460-1461 წლებში. ![]() კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწილი მეორე)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე788 1-ს მოსწონს
|