x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვირო მადლიო... ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროებდი — სააკაშვილის ხაზარაძეზე
image


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს და ფეისბუქზე წერს, რომ TBC ბანკის ფინანსური აქტივები მისი მმართველობის დროს 24-ჯერ გაიზარდა.


"ვირო მადლიო - აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროებდი. როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს: 2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მილიონი ლარი, 2012 წელს 3, 9 მილიარდი, ანუ გაიზარდა 24-ჯერ. ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო, შესაბამისად, 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ", — დაწერა სააკაშვილმა.


12 სექტემბერს გადაცემა რეაქციაში ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ წინა ხელისუფლების დროს არსებულ ბიზნესგარემოსა და მასზე ზეწოლაზე ისაუბრა. ხაზარაძემ სააკაშვილზე თქვა, რომ მან ტონი და სიტყვათა წყობა უნდა შეცვალოს. ამ ყველაფერს წინ სააკაშვილის განცხადება უსწრებდა, რომელმაც ხაზარაძეს "წვრილი მევახშე" უწოდა.



გუშინ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პირველი ტელე-ინტერვიუ შედგა. ხაზარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსსაც გამოეხმაურა, სადაც მან ახალბედა პოლიტიკოსი ივანიშვილს შეადარა და მას მევახშე უწოდა:


"მივმართავ პირდაპირ საააკაშვილს, როცა ჩემზე ლაპარაკობს, მან სიტყვათა წყობა შეცვალოს. ჩემთვის ის ადამიანი დასრულებულია, რომელიც პრეზიდენტია, მთავარსარდალია და პასპორტს იცვლის. ოდესაში ელაპარაკოს ოდესელებს" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას ეთერში სტუმრობისას.

1
182
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
182
  
2019, 14 სექტემბერი, 12:42
ორი ნაბოზარის პაექრობა
0 1 1