საზოგადოებრივი ბასკები 2019, 14 სექტემბერი, 8:02 ძვ.წ. 70-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე ევროპის კონტინენტი იბერო-კავკასიური მოდგმის ასობით სხვადასხვა ტომით და ხალხით გახლდათ დასახლებული. ევროპელ ეთნოსთა უმრავლესობა ამ 50 საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს - იბერო-კავკასიურ ოჯახს, ისევე, როგორც ახლადანდელ ევროპელთა უმრავლესობა წარმოადგენს ერთ ოჯახს - ინდო-ევროპულს (არიულს). (იხ. იბერო-კავკასიური ევროპა). ამასვე ეთანხმება უკრაინელი პროფესორი, ენათმეცნიერი არტიომ ივანცოვი. ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან დაიწყო ევროპის კონტინენტის დომინანტურად ათვისება რუსეთის ტერიტორიებიდან შემოსული უამრავი ტომის მიერ, რომელთაც ცხენი მოიშინაურეს და ჰქონდათ საკმაოდ კარგად განვითარებული საბრძოლო კულტურა. ასევე თან მოიყოლეს ჭირის ეპიდემია, რასთანაც მათ იმუნიტეტს კარგი შემგუებლობა გააჩნდა, ხოლო დამხვდური ევროპელების ორგანიზმისთვის ეს დაავადება ჯერ კიდევ უცნობი იყო, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი გავრცელება და პანდემიად იქცა. განვითარდა თითქმის ისეთივე სცენარი, რაც ამერიკის ორ კონტინენტზე ევროპელთა გადასვლას მოჰყვა, კონტინენტურმა პანდემიამ, ომებმა და ასიმილაციურმა პროცესმა მოსული ინდო-ევროპელების თანდათანობითი გაბატონება გამოიწვია, ხოლო "ძველი ევროპის" იბერო-კავკასიური მოსახლეობა თანდათან უმცირესობაში მოექცა, ხოლო შემდგომში საერთოდ ასიმილირდა და დღეს მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ჰაპლოტიპური ხაზების სახით შემორჩნენ ევროპის მოსახლეობაში. პრაქტიკულად მათ მაინც ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღეს დღევანდელი ევროპელი ერების ჩამოყალიბებაში. მხოლოდ კუნძულებზე და მთებში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეინარჩუნა ე.წ. "ძველი ევროპის" ტრადიციები, ენა და ნაწილობრივ გენეტიკური ხაზებიც. ერთ-ერთი ასეთი დღემდე შენარჩუნებული ძველევროპული ეთნოსი გახლავთ ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ბასკები, ბასკებმა შეინარჩუნეს თავიანთი ენა და ტრადიციები. ბასკეთის და საერთოდ ესპანეთის ტერიტორიაზე ინდო-ევროპელების მოსვლამდე არსებულ გენეტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით უკვე ჩატარებულია სიღრმისეული კვლევები და შედეგებიც გამოქვეყნდა, რაც აღწერს ინდო-ევროპელების შემოჭრამდე არსებულ გენეტიკურ სიტუაციას არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში. რაც შეეხება ბასკეთს, აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. 5000 წლიდან მოყოლებული ძვ.წ. I ათასწლეულამდე დომინანტური ჰაპლოჯგუფი მამაკაცის ხაზით გახლდათ G2a და ასევე I2. აქედან G2a ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი ევროპაში შევიდა ძვ.წ. 70-ე საუკუნიდან და საკმაოდ დიდი რაოდენობით მოსახლეობას წარმოადგენდნენ, ისინი მთელ ევროპის კონტინენტს მოედნენ და გაავრცელეს მიწათმოქმედება, ხოლო მათ ევროპაში უკვე დაუხვდათ ძველი ევროპელი მონადირე-შემგროვებლები, რომელთანაც მოახდინეს ძალიან ინტენსიური შერევა და ჩამოაყალიბეს ძველევროპული ეთნოსები, ერთ-ერთი ასეთი ეთნოსი იყვნენ ბასკები. მათ გენეტიკაში სწორედ ამ ანატოლიელ და სამხ. კავკასიელ (პროტოქართველ) მიწათმოქმედთა და ძველევროპელ მონადირეთა გენეტიკა აღმოჩნდა საკმაო რაოდენობით - 35%-მდე დღევანდელი მოსახლეობისა, მაგრამ უმეტესი ნაწილი პოპულაციისა არის ინდო-ევროპული მამის ხაზით, კერძოდ R1b, როგორც მაგალითად სხვა დასავლეთ ევროპელი ხალხები, ვინაიდან ადგილი ჰქონდა შერევას ინდო-ევროპული შემოჭრის პერიოდში. არაბული გენომი მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჰქონდათ დაპყრობილი არაბ მუსლიმებს, ბასკებს თითქმის საერთოდ არ აღმოაჩნდათ. ამას მეცნიერები ხსნიან იმით, რომ გეოგრაფიული და ასევე თავად ბასკების ხასიათის გამო ამ ადგილის დაპყრობა თითქმის ყველასთვის შეუძლებელი რჩებოდა. როდესაც ვსაუბრობთ ბასკების გენეტიკაზე, ასევე აღსანიშნავია რომ მათ გამორჩეულად ახასიათებთ რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფი - პოპულაციის თითქმის 60%-ს. ამის შესახებ იან ბრაუნი აღნიშნავს: "ბასკ მოსახლეობაში ხშირია ნულოვანი (პირველი) ჯგუფის სისხლი და ე.წ. რეზუს უარყოფითი ფაქტორი, რაც დაახლოებით ასეთივე სიხშირით დამახასიათებელია კოლხიდის მცხოვრებთათვის." (იხილეთ: Ancient DNA cracks puzzle of Basque Origins). აღსანიშნავია, რომ თავად ინდო-ევროპელების ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის იბერო-კავკასიელთა მოდგმას, რაც დაამტკიცა უახლესმა სამეცნიერო კვლევებმა (იხილეთ სტატიები ამის შესახებ: ქართულად; ინგლისურად) ამასვე ეთანხმება ზემოთხსენებული ენათმეცნიერი - არტიომ ივანცოვი და აცხადებს, რომ არავითარი "მითიური პროტო-ინდო-ევროპული ენა" არ არსებობდა და დღევანდელ ინდო-ევროპულ ენათა საერთო წინაპარი წინარე-ქართველური ენაა, რომელზე მოლაპარაკეებიც გავრცელებულნი იყვნენ როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე მესოპოტამიის და ანატოლიის ტერიტორიებზეც, რომელთაც შემდგომში ძვ.წ. 70-ე საუკუნიდან დაიწყეს ევროპაში გავრცელება ანატოლიიდან (იხ. Neolithic, Bronze age and Iron age migrations around Europe) და მოედნენ მთელს კონტინენტს და ინარჩუნებდნენ მასზე დომინანტობას ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე. მეორე ნაწილი კი თითქმის იმავე პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიისკენ დაიძრა და დიდი მონაწილეობა მიიღო პროტო-ინდო-ევროპელ ხალხთა ფორმაციაში, რომელთაც შემდგომში წარმოქმნეს ე.წ. "იამნაიას კულტურა", საიდანაც დაახ. ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან დაიწყეს გავრცელება მთელ ევროპაში კელტური, გერმანიკული და სლავური ხალხების წინაპრებმა. ბასკები ერთ-ერთი ის უიშვიათესი გამონაკლისი ეთნოსია, რომელთაც ინდო-ევროპელებთან ასიმილაციის მიუხედავად, შეინარჩუნეს იბერო-კავკასიური ანუ ე.წ. "ძველი ევროპის" ერთ-ერთი ენა - ბასკური - თავიანთი უნიკალური ენა და განსხვავებული ტრადიციები, რომელიც უამრავ პარალელს ჰპოვებს დღევანდელ კავკასიურთან. ბასკური ენა დღეს ოფიციალურად ჯერჯერობით იზოლირებულ ენად მიიჩნევა. მისი გავრცელების არეალია ესპანეთისა და საფრანგეთის ის ტერიტორიები, რომლებიც ესაზღვრება ბისკაის ყურეს. მოიცავს აგრეთვე პირინეის მთების დასავლეთ ნაწილს. ბასკური არის ერთადერთი შემორჩენილი ენა, რომელზეც ლაპარაკობდა სამხრეთ-დასავლეთ ევროპის - იბერიის ნახევარკუნძულის (Iberian peninsula) მოსახლეობა, ამ რეგიონის რომანიზაციამდე. ბასკურ ენას ესპანეთში სახელმწიფო ენის სტატუსი გააჩნია ისევე, როგორც კასტილიურს, გალისიურს, კატალონიურს და ოქსიტანურ ენებს (ესენი უკვე ინდო-ევროპული ენებია). ინგლისელი ისტორიკოსი ა. მორტონი თავის კაპიტალურ ნაშრომში "ინგლისის ისტორია" (1948 წ. ლონდონი) აღნიშნავს, რომ იბერიელები იყვნენ ბრიტანეთის კუნძულების უპირველესი მოსახლეები და ამბობს, რომ ისინი მოვიდნენ კონტინენტური ევროპიდან ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან მთელი მესამე ათასწლეულის განმავლობაში, კერძოდ იბერიის ნახევარკუნძულიდან - იმ ტერიტორიებიდან, სადაც დღეს არის ესპანეთი და პორტუგალია. შემდეგ ამ კუნძულებზე გალები, იგივე კელტები გადავიდნენ დაახლოებით ძვ.წ. 500 წელს. გალებს მათ უწოდებდნენ ლათინები, ხოლო კელტებს - ბერძნები. ჰიბერნია იგივე ალბიონია და ისინი სიტყვა "იბერიიდან" ტრასფორმირდნენ - იბერია-ჰიბერნია-ჰალბიონი. აკაკი გელოვანიც შენიშნავდა, რომ ალბიონი კუნძულს დაარქვეს იქ მიგრირებულმა ხალიბებმა და დაარქვეს ხალიბიონი/ჰალბიონი/ალბიონი. ხალიბები დასავლეთ ქართველური ანუ კოლხური ტომები იყვნენ. მორტონი ასევე აღნიშნავს, რომ ანატოლიის, ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის, შავიზღვისპირეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ხმელთაშუაზღვისპირეთის პირველმოსახლეები სამხრეთიდან მოსული იბერები იყვნენ, რომლებმაც უგალავნო, უზღუდო ქალაქები დააარსეს (რაც გახდა კიდეც მიზეზი მათი თავდაცვისუნარიანობის შესუსტების მიზეზი არიული შემოჭრისას), ისინი მიწათმოქმედებას მისდევდნენ და ძალიან მშვიდობიანი კულტურა გააჩნდათ, რომელიც შეიცავდა მატრიარქატის ნიშნებს, თავად მათი მთავარი ღვთაება დიდი დედა გახლდათ. მოგვიანებით, ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ამ ხალხს ჯერ კელტები ანუ გალები შემოესივნენ და მათი შერევით კელტ-იბერები ჩამოყალიბდნენ, ხოლო შემდგომ ბრიტანეთში კელტ-იბერებთან ასიმილაცია მოახდინეს ანგლო-საქსებმა უკვე ახალი წელთღრიცხვის პერიოდში, შუა საუკუნეებში. ასე ჩამოყალიბდა დღევანდელი ბრიტანეთის ერები: ინგლისელები, შოტლანდიელები, უელსელები... რაც შეეხება დღევანდელ ესპანელებს, ისინი სწორედ ძველი იბერიული ტომებისა და ინდო-ევროპელების შერევით არიან წარმოშობილნი. შეგიძლიათ აქვე იხილოთ ქართული და ესპანური იბერიის უძველესი დამწერლობების - პიქტოგრამების შედარება, რომელიც შეადგინა მკვლევარმა გიორგი გიგაურმა 2014 წელს: ფრანგი მკვლევარი ა. ბოდრიმონი თავის წიგნში "ბასკების ისტორია", რომელიც მეოცე საუკუნეში გამოსცეს პარიზში ასკვნის, რომ იბერიელები იბერიის, იგივე პირინეის ნახევარკუნძულზე მოვიდნენ კავკასიის იბერიიდან - საქართველოდან და ახალ ქვეყანას იმ ქვეყნის სახელი დაარქვეს, საიდანაც მოვიდნენ - იბერია. ნიკო მარის ჰიპოთეზის მიხედვითაც, იბერიელები (ბასკების წინაპრები) საქართველოს ტერიტორიიდან არიან წასულნი ანატოლიის გავლით, რომელიც სხვათაშორის დომინანტურად სწორედ იბერო-კოლხური ტომებით იყო დასახლებული უძველესი დროიდან მოყოლებული. პროფესორი გიზო ჭელიძე აღნიშნავდა: ბასკები რომ "ოროველას" მღერიან, შუმერები კი "შამაშრერას", ჰომეროსის ლექსი ძალიან რომ მიაგავს ქართული "მთიბლურების" წყობას, ან კიდევ ხეთების მეტყველებაში მოჭარბებულად რომ ჟღერს მეგრული ლექსიკა, სხვა არაფერია თუ არა ბიოლოგიურ წინაპართა სისხლის ყივილი." ბასკების საგვარეულო კოშკები კი ძალიან ჰგავს სვანურ საგვარეული კოშკებს: როგორც უკვე ვთქვით, ბასკებს საოცარი და ღრმა ისტორია აქვთ, იმდენად ღრმად მიდის მათი ისტორიული ფესვები, როგორც 9000 წელია, როდესაც პროტო-ქართველები ევროპაში გადავიდნენ და ეს კონტინენტი დაასახლეს. ბასკებმა ძალიან ბევრი ბრძოლა, ომი, ჩაგვრა გამოიარეს და დღემდე მოაღწიეს, როგორც თვითმყოფადმა და ამაყმა ხალხმა. იან ბრაუნი თავის "ბასკოლოგიის შესავალში" წერს: "ცხოვრების მძიმე პირობებმა, ეროვნულმა ჩაგვრამ, გაბატონებული კლასების მხრიდან ექსლუატაციამ, მაინც ვერ მოსპო ბასკი ხალხი და ვერ გატეხა მისი ამაყი სული. ბასკი, მიუხედავად მისი სოციალური მდომარეობისა, მიწის მუშაა იგი, მწყემსი, მეთევზე თუ ინტელიგენტი, ძლიერ მოყვარული და დამცველია თავისი ტრადიციებისა ზნე-ჩვეულებებისა, მოდგმისა და ენის. თუ ბასკს წარმომავლობას ჰკითხავთ, ის არასოდეს გიპასუხებთ რომ ესპანელია ან ფრანგი. უთუოდ გეტყვით, რომ ბასკია ესპანეთიდან ან ბასკია საფრანგეთიდან. აქედან ჩანს, რომ ბასკებს შენარჩუნებული აქვთ ძლიერი ეროვნული თვითშეგნება." რაც შეეხება შუა საუკუნეების ბასკთა ცხოვრებას, აღსანიშნავია, რომ ბასკები იმდენად დაუმორჩილებლები იყვნენ, რომ მათზე სრული კონტროლი ვერც რომაელებმა, ვერც არაბებმა, ვერ დაამყარეს. თვით ქრისტიანული ევროპის კულტურამაც კი ვერ მოახდინა დიდი გავლენა ამ საოცარ ერზე. იმდენად, რომ იქ პირველად ქრისტიანობამ ნელ-ნელა შესვლა მხოლოდ ახ.წ. 1200 წლიდან დაიწყო და 1600 წლისთვისაც კი ბასკური საზოგადოების ყველა ფენაში დომინანტურ რელიგიად იბერო-კავკასიური წარმართობა რჩებოდა. სწორედ ამის გამო ესპანელებმა იქ ეპისკოპოსები და მღვდლები გაგზავნეს რათა მათ ბასკების ქრისტიანული ეკლესიის საერთო მდგომარეობა შეეფასებინათ და შეემოწმებინათ ხომ არ ჰქონდა ადგილი ე.წ. "მწვალებლობას" ანუ რჯულის ისე არშესრულებას, როგორც ეს დოგმატურად იყო გაწერილი მაშინდელ კათოლიციზმში. სასულიერო პირები უკან გაოგნებულნი დაბრუნდნენ, ვინაიდან შუა ესპანური ინკვიზიციის პერიოდში და შუა ევროპაში მათ დიდებული წარმართული ქვეყანა აღმოაჩინეს. მალევე ამას ბასკეთის სრული აოხრება მოჰყვა ესპანელების მიერ. ბასკებს დიდ კოცონებში ყრიდნენ და ცოცხლად წვავდნენ. დაწვეს მათი დიდებული წარმართული ტაძრები და უკლბლივ ყველა ის ადამიანი, ვინც "ჯადოქრად" შერაცხეს. გადარჩენილები კი ძალით გააქრისტიანეს. იან ბრაუნი წერს: "ესპანეთი და საფრანგეთი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ და ხშირად ომობდნენ პირინეის (იბერიის) საზღვის გამო. ბასკეთი პოლიტიკური დავის საგნად იქცა. როგორც ნავარიის სამეფო, ისე ესპანეთის ბასკეთის დანარჩენი მხარეები: გიპუსკოა, ბისკაია, ალავა, ესპანეთის სახელმწიფოს რიგით პროვინციებად გადაიქცნენ. საფრანგეთის ბასკების მხარე კი საფრანგეთის სახელმწიფოს ნაწილი გახდა. ორივე ქვეყანა (განსაკუთრებით კი ესპანეთი) ცდილობდა ბასკების ასიმილაციას და მრავალგვარ ღონისძიებას მიმართავდა საამისოდ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც საფრანგეთის, ისე ესპანეთის ნაწილში მცხოვრებ ბასკებს არასოდეს დაუკარგავთ ერთიანობის შეგნება და დღემდე შეინარჩუნეს თავიანთი ეროვნული თვითმყოფადობა". აკადემიკოსმა ნიკო მარმა სამეცნიერო მივლინებით დიდი ხანი დაჰყო საფრანგეთის ბასკებში და 1927 წელს კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის მე-5 ტომში გამოაქვეყნა ცნობილი ნაშრომი "პირინეის გურიიდან". ის წერს: "განმაცვიფრა მსგავსებამ საქართველოსთან. ყველაფერიმაგონებდა საქართველოს, კერძოდ გურიას. საჭმლის კეთება ჩვენებურად იციან." პროფესორი ი. ტაბაღუა, რომელიც იმყოფებოდა საფრანგეთის ბასკეთში, თავის ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ ბასკების სახლებში ფართო კერიაა, რომელიც ქართულს მოგვაგონებს. ცეცხლის თავზე ქვაბი ჩამოკიდებულია გრძელ ჯაჭვზე, ბასკურად მას ეწოდება "ლაცა", მეგრულად "ლარჭა", სვანურად კი - "ნაცა". (იხ. ტაბაღუა, ბასკებთან, ცისკარი, 1963, N8.) საინტერესოა, რომ ბასკეთში გვხვდება კაფე-რესტორნები სახელად "გურია", რაც ქართველის ყურადღებას იქცევს, თუმცა ეს არ არის ჩვენი რეგიონის სახელწოდება, არამედ ეს სიტყვა ბასკურად ნიშნავს "ჩვენთან". პროფ. ირ. მიქელაძე მოგვითხრობს: "ბაიონის" ეთნოგრაფიულ მუზეუმში ცოტა რამ როდი იგრძნობა გურიისა და აჭარის სოფლის ყოფასთან: იგივე აკვანი, შუაცეცხლი, ურემი, სამთო მარხილი, საოჯახო დანიშნულების მრავალი საგანი და სხვა მოწყობილობა. ბასკების ცეკვამ ძალიან მოგვაგონა ჩვენებური, განსაკუთებით - ხორუმი."(გაზ. "თბილისი", 19.02.73 წ.). მარტინა მინტეგი ბილბაო თავის წიგნში "ჩემი ბასკეთი" მიუთითებს, რომ სადილს ბასკი უღვინოდ არ მიირთმევს, სახარჯოდ თხეი ღვინო აქვს, გურულ იზაბელას ჩამოჰგავს. კერძებში ბევრი პილპილი და მწვანილი იციანო. მიხრა-მოხრა ქართველისებურია. ბასკონიის ქალაქ სან-სებასტიანოში გამართულ მსოფლიოს კინოფესტივალის მონაწილემ, ცნობილმა მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა განაცხადა, რომ ფესტივალის დღეებში აკვირდებოდა ბასკებს: "საერთოდ დიდი მსგავსება დავინახე გარეგნობაში, საქციელში, ტემპერამენტში, ისინიც ჩვენსავით გულღია, მოსიყვარულე, გულთბილი, სტუმართმოყვარე ხალხია" (გაზ. ახ. კომუნისტი. 19.08.72 წ.). "სიმღერებიც ქართულ მოტივებს შეიცავს", ამბობდა ნიკო მარი. შეადარეთ ერთი ადგილი წიგნიდან "ჩემი ბასკეთი": "შვიდკაცას გახსენებამ და ღვინომ სიმღერის ხასიათზე დააყენა ინიაკი, სივესტრე და ხოსე. სამხმიანი ბასკური სიმღერა წამოიწყეს. ბევრი რამ ნაცნობი მომესმა მათ სიმღერებში. განსაკუთრებით ერთი მათგანი ძალიან ჰგავდა გურულ სიმღერას: "სამნი ძმანი გურულები მუშაობდნენ ყანასა". ბასკი ხალხის საამაყო შვილმა - დოლორეს იბარურიმ ერთ-ერთ საუბარში განაცხადა: ზოგჯერ ვფიქრობ, თუ როგორ შეხვდებოდნენ ბასკეთში და საერთოდ ესპანეთში ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. იცით, რა წარმატება ექნებოდა მას?". საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა ა. კიკნაძემ:"ცალკე ფურცლებზე ამოვწერე ძველი წიგნებიდან აღებული ბასკების დახასიათება, წერს იგი. ამონაწერები მოგვითხრობდნენ ბასკების ზნე-ჩვეულებებს, ღვინის დაყენების დიდ უნარს, მისი დალევის არანაკლებ ხელოვნებას, ბასკური სუფრის რიტუალს. შემდეგ ეს ამონაწერები წავუკითხე საქართველოში სამ ცნობილ და განათლებულ ადამიანს - ისტორიკოსს, მწერალსა და ჟურნალისტს, ოღონდ არ მითქვამს რომ საუბარია ბასკებზე. სამივე დარწმუნებული იყო, რომ ეს ქართველების დახასიათებაა და გაოცდნენ, ასეთი აღწერილობა ადრე რატომ არ გვსმენიაო". ჟურნალისტი ა. კიკნაძე ამავე სტატიაში ხაზგასმით აღნიშნავს ბურთის კულტზე ბასკონიაში. ბურთის თამაში ბასკეთში დღემდე ძალიან პოპულარულია. ნიკო მარი წერდა: "ბურთი - ეს წმინდა საგანია. ბურთის თამაში - ეს კულტის გადმონაშთია. როგორც არ უნდა იყოს თამაშის ტექნიკა, იქნება ეს მოთამაშის წინ საგანგებოდ აღმართული კედელი, როგორც ბასკებს აქვთ, თუ მებრძოლები, რომლებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს ბურთის ბოლომდე გატანაში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის მიღწევას აგვირგვინებენ გამარჯვების ყიჟინით "ლელო!", რაც საკუთრივ ღვთაების სახელი უნდა იყოს. გავკადნიერდები და ვიტყვი რომ სწორედ იმ ღვთაებისა, რომელმაც თავისი სახელი "ლელო" დაგვიტოვა ბასკური ეპოსის ერთ-ერთ შემონახულ ფრაგმენტში. ეს ფრაგმენტი რომის იმპერატორ ოქტავიანესთან ბრძოლის შესახებ იწყება სწორედ ამ ოთხტაეპოვანი ლექსით: "ლელო! ილ ლელო!" და ა.შ. ყოველივე ეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს, როდესაც ლაპარაკია ქვეყანაზე, სადაც ბურთის თამაში მართლაც კულტადაა დღემდე ქცეული - ბასკონიაზე". სოკრატე წერდა: "ევქსინის პონტოსთან (შავ ზღვასთან) მცხოვრები ეს იბერიელები გამოსულნი არიან იმ იბერიელთაგან, რომლებიც ესპანეთში იმყოფებიან". აქ ხაზგასმულია აშკარა ნათესაობა კავკასიისა და აპენინის იბერთა შორის არა მხოლოდ სახელში, არამედ მათ ყოველმხრივ ნათესაობაში. და ეს იმდენად თვალშისაცემი იყო სოკარატესთვის, რომ მან გააკეთა ამგვარი დასკვნა. შეცდა მხოლოდ იმაში, რაც ხალხთა გავრცელების მიმართულებას ეხება, ვინაიდან დღევანდელი სამეცნიერო კვლევები ნათელს ჰფენს, რომ იბერო-კავკასიელთა გავრცელება მოხდა ანატოლიიდან და სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში და არა პირიქით. პირველ საუკუნეში მცხოვრები ვარონი კი ფიქრობდა, რომ პირინეელი იბერები საქართველოდან არიან გადასახლებულნი დასავლეთში. ამავე აზრს იზიარებდა ბიზანტიელი მწერალი მაქსიმე აღმსარებელი. მათ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ საუბრობდნენ ნეოლითის და ბრინჯაოს ხანაში არსებულ საერთო იბერიული ცივილიზაციის ნარჩენებზე, რომელიც დღემდე მოღწეულ ორ იბერიას შორის მდებარეობდა - კავკასიიდან ალბიონამდე და რომლებიც ხალხთა დიდმა მიგრაციებმა ერთმანეთს მოწყვიტეს და ეთნიკური კუნძულების სახითღა შემოარჩინეს დღევანდელ დღემდე კაცობრიობას. შ. ძიძიგური ხაზგასმით მიუთითებს: "საბჭოთა ქართველოლოგია აღიარებს, რომ ბასკები ქართველთა მონათესავე ხალხია, ხოლო ბასკური ენა მიეკუთვნება იბერო-კავკასიური ენების ოჯახს." (აკად. არნოლდ ჩიქობავა). ეს თვალსაზრისი შესულია როგორც საქართველოს ისტორიის, ისე ენათმეცნიერების სახელმძღვანელოებში." ფონეტიკური შეპირისპირებებისა და სინტაქსური შეხვედრების გარდა, დღემდე დადასტურებულია ბასკურ-ქართულის ორმოცამდე მორფოლოგიური შეხვედრა და სამასამდე ლექსიკური მსგავსება. "ბასკური ენა თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში მოქცეულია ინდო-ევროპულ ენათა გარემოცვაში ესპანეთსა და საფრანგეთში, მაგრამ იგი მკვეთრად განსხვავდება ინდო-ევროპულ ენათაგან არსებითი მომენტების მიხედვით: სიტყვის (სახელის, განსაკუთრებით კი ზმნის) აგებულების და შესაბამისად წინადადების სტრუქტურის მიხედვით და აი, სწორედ ამ მომენტების მიხედვითაა რომ შეინიშნება გასაოცარი დამთხვევები იბერიულ-კავკასიურ ენებთან" (საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტმა იტალიიდან 1972 წლის დასაწყისში მიიღო ოთხტომიანი წიგნი "აღმოსავლური ცივილიზაცია" (რედაქტორი ჯუზეპე ტუჩი). საქართველოს შესახებ ჯოზეფ სმიტის სტატიაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ბასკურიც ენათესავებოდეს ქართულს. დასაშვებია, რომ ბასკები ეთნიკურადაც კავკასიური წარმომავლობისანი იყვნენ. თუ გავიხსენებთ, რომ რომაელები საქართველოსაც და ესპანეთსაც იბერიას ეძახდნენ საფიქრებელია, რომ ეს საერთო წარმოშობაზე მიუთითებდეს (გაზ. "ლიტერატურული საქართველო" 14.04.72). მარტინა მინტეგი ბილბაო საკუთარ წიგნში "ჩემი ბასკეთი" მიუთითებს, რომ თანდებული ბასკურში, ისევე, როგორც ქართულში სიტყვის ბოლოსაა. ასევე ამბობს, რომ მახვილი ბასკურში არ იგრძნობა და რომ არც ბასკურში და არც ქართულში არ არსებობს გრამატიკული სქესი. ფილიპ ვეინერის წიგნიდან "ბასკები" რომელიც გამოიცა 1957 წელს, ვკითხულობთ: "ლინგვისტები ბასკურ და კავკასიის დღევანდელ ცოცხალ ენებს შორის საერთოს პოულობენ კერძოდ ფონეტიკაში, სიტყვების ძირებში და გრამატიკულ სუფიქსებში. მთელი რიგი სპეციალისტებისათვის როგორებიც არიან პროფესორი რ. ლაფონი და კრლ ბოუდა, არსებობს საერთო ეუსკარო-კავკასიურს შორის, რომლის ერთ-ერთი შტოც გახლავთ ბასკური. მათი აზრით, ბასკები იბერიის ნახევარკუნძულზე მოვიდნენ აზიიდან ნეოლითის ხანაში. აღვნიშნავთ, რომ ეს აზრი ამჟამად მეტად გავრცელებულია". (და უკვე მეცნიერულად სრულიად დადასტურებულიც). ბილბაოს (ბასკეთის მთავარ ქალაქს) ფუნიკულიორი გადაჰყურებს თავს. ამ მთას, რაზეც ის მდებარეობს ბასკურად ეწოდება "არჩანდა". "ჩემი ბასკეთი"-ს ავტორი წერს: როდესაც ბურუსიან ამინდში ატლანტის ოკეანიდან დაძრული ღრუბლები თავზე ტყვიასავით დააწვებიან ხოლმე, "არჩანდა" ნამდვილად არ ჩანს." წერილში "სიტყვა ბასკებზე" (გაზ. "კომუნისტი", 15.02.75 წ.) ა. კიკნაძე მოგვითხრობს გენეტიკის დარგში ცნობილი საბჭოთა სელექციონერის, აკადემიკოსის, ნ. ვავილოვის დაკვირვებებზე. მცენარეთა კულტურების მსოფლიო კერების ძიებაში აღნიშნულმა მეცნიერმა 60 ქვეყანა შემოიარა. და ჩრდილოეთ ესპანეთში იპოვა პურის ისეთი სახეობა, რომელიც მხოლოდ საქართველოში იყო ცნობილი და სხვაგან არსად (იყო საქართველოს ენდემური სახეობა). ასევე მისი ყურადღება მიიქცია პატარა ჯოხებმა, რომელთაც ადგილობრივები თავთავების გადასატანად იყენებდნენ. მოსავლის მოწევის ასეთი ხერხი კი შემდგომში მან დასავლეთ საქართველოში, კერძოდ დაბა ლეჩხუმში ნახა. მეცნიერი წერს: "ამრიგად, აგრონომიულად და ბოტანიკურად მოხერხდა განსაცვიფრებელი კავშირის დადგენა ჩრდილოეთ ესპანეთსა და საქართველოს შორის." სხვადასხვა მონაცემთა გაანალიზების შემდეგ აკადემიკოსი ვავილოვი ასკვნის, რომ: "ჩრდილოეთ ესპანეთის ხალხები გენეტიკურად შეკავშირებულნი არიან ერთიან ოჯახში თანამედროვე კავკასიის ხალხებთან". ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ბასკეთისა და საქართველოს საერთო ტოპონიმიკა. ბასკეთში მდებარეობს დასახლებები სახელად: გალი, ლენტეხი, ხაშური, გორი, მესტია, სოფელი იზორია და ა.შ. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ უამრავ ბასკურ გვარს, რომელიც ბასკეთში ძალიანაა გავრცელებული და ბასკებს მხოლოდ თავიანთი ეროვნული გვარები ჰგონიათ, რადა ბევრი მათგანი საქართველოშიც გავრცელებულია, ან ძაიან ჰგავს ქართულს: ანთია, ალანია, ზარანდია, ბერია, ბენია, სარია, უბირია, ბედია, ლანდია, აბარია, ბედუა, ბიჩია, აბალია, აბენია, აბარო-ეჩებარია, აბია, აჩიტია, არქაია, ამესკუა, ბეასკუა, სელაია, ლაბაურია, ზურია, ლოლუა, ნოდია, ლორია, ბოკერია, ერისთავი, ხუბულური, ინაური, ოჩიაური, წიკლაური, ბარეთელი და ასე შემდეგ... დღესდღეობით 2019 წლისთვის მსოფლიოში ბასკების რაოდენობა 3 მილიონამდე აღწევს. აქედან 2, 410, 000 ესპანეთში ცხოვრობს, ხოლო 239, 000 საფრანგეთში, დანარჩენები სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტულნი. და ბოლოს, მოუსმინეთ ამ ძალიან საინტერესო და ამავე დროს იუმორისტულ ვიდეოს, რომელსაც ქართულ ენაზე ტექსტი დაადო ლადო ბაზიაშვილმა, როგორც თავად ესმოდა ეს სიტყვები და არა ის, რასაც შინაარსობრივად ნიშნავს. სიმღერის ტექსტი მართლა ძალიან ჰგავს ქართულ ენას და სასიმღერო მოტივებს, არადა ჩანაწერი მე-20 საუკუნეშია გაკეთებული და მღერიან ბასკები ბასკურ ენაზე თავიანთ ეროვნულ სამხმიან სიმღერას: კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწილი მეორე)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე3333 1-ს მოსწონს |
ასეთი კითხვა აქვთ ხოლმე ხშირად: გასაგებია, რომ ისეთ მსგავსებებს ვხედავთ ქართველებსა და ბასკებს შორის, რომ რთულია უგულებელყო და უარყო, მაგრამ ფაქტია, რომ მაგალითად ბასკებს უფიქსირდებათ ავტოსომურ გენეტიკურ კვლევაში 0% კავკასიური (როგორც ჩრდილო ასევე სამხრეთ კავკასიური ანუ ქართული) ადგილობრივი გენეტიკა, ხოლო მათი Y-ქრომოსომული კვლევები აჩვენებს, რომ უმეტესობა გვარებს ინდო-ევროპული "R" ჰაპლოტიპის შტოები ახასიათებსო. და ეს მართალია, ფაქტია.
პასუხი არის შემდეგი: ბასკებს ავტოსომური გენეტიკის (სრული, მთლიანი გენომის) 85%-მდე აქვთ პირველი ნეოლითური ევროპელების, ანუ ანატოლიელი მონადირე-შემგროვებლების, რომლებსაც მე პირადად "პროტო-სვანებს" ვუწოდებ ხოლმე გასაგები რომ იყოს, იმიტომ რომ მათი გენეტიკა ყველაზე მეტად სვანებს აქვთ შემონახული და გავრცელებულია დღეს დასავლეთ საქართველოში მსოფლიოს ყველა რეგიონზე უფრო მეტად, ევროპაში უდიდესი პროცენტი აქვთ მაგ ხალხის ავტოსომური გენომის ასევე ბასკებს, ესპანელებს, იტალიელებს, სარდინიელებს, კორსიკელებს, საერთოდ სამხრეთ ევროპელებს (80%-მდე) და ცენტრალურ ევროპელებს (დაახ. 80-50%), ხოლო ყველაზე ცოტა - ესტონელებს (30%) და სხვა ჩრდილოეთ ევროპელებს, მაგალითად სკანდინავიელებს და ფინელებს.
უბრალოდ აქ ხდება რა: მიუხედავად იმისა, რომ ბასკებსაც და ქართველებსაც საერთო წინაპრები გვყავს - "ადრეული ევროპელი მიწათმოქმედები" - ანატოლიელი აბორიგენები (EEF - Early Europan Farmers; Anatolian Aboroginals) ჩვენ აქეთ დავრჩით, კავკასიაში და ისინი იქეთ, დასავლეთ ევროპის მთიანეთში და ბოლო ათასწლეულებია აღარ შევრევივართ ერთმანეთს. ავტოსომური კვლევის დროს კი ამდენად ძველ დაშორებას ითვალისწინებენ და უკვე აღარ უწოდებენ მას კავკასიურ ან ანატოლიურ გენეტიკას და მოიხსენიებენ ადგილობრივ ევროპულად.
ყველა ის მსგავსება, რომელიც ფიქსირდება ქართველებსა და ბასკებს შორის, გამოწვეულია ჩვენი საერთო წინაპრების - ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების ნიშანთვისებების დღემდე შენარჩუნებით ჩვენს (ქართულ და ბასკურ) პოპულაციებში. ამიტომ სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ბასკურ-ქართული კავშირების კვლევა - ამით დავადგენთ ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების (ანატოლიელი აბორიგენების) იმ მახასიათებლებს, რომლებიც მათ გააჩნდათ, მაგრამ ვერ ირკვევა გენეტიკური, ანთროპოლოგიური და არქეოლოგიური კვლევებით. ასეთი ნიშან-თვისებებია მაგალითად ლინგვისტური ანუ ენობრივი და კულტუროლოგიური მახასიათებლები (მრავალხმიანი სიმღერის ჩვეულება, ტრადიციები, რწმენა-წარმოდგენები, მითოლოგია და სხვ.).
"EEF ancestry in modern Europe ranged from 30% in the Baltic States to 90% near the Mediterranean Sea. (Lazaridis et al. 2014, p. 411.)
ეს კონკრეტული წინადადება წერია აქ, დაგუგლეთ:
Early European Farmers - Wikipedia;
შემდეგ ნახეთ აღნიშნული სტატიის ქვეთავი:
3.1 Ancient human genomes suggest three ancestral populations for present-day Europeans.
==
ანთია
ალანია
ზარანდია
ბერია
ბენია
სარია
უბირია
ბედია
ლანდია
აბარია - აბარია - [საქართველოს სიძველენი, წიგნი II]
===*====================
სხვა საინტერესო გვარები:
__
ბედუა (ბედუაშვილი??? – ხაშური)
ბიჩია - (ბიჭია???)
აბალია (ბაბალია???)
აბენია (ბენია???)
აბარო-ეჩებარია
აბია (აბიაშვილი???– ხაშური)
აჩიტია ( ჩიტია ??? – გვ. 12 [საამილახვროს დავთარი])
აკაიტურია
აჩუა (ჩაჩუა???, აჩუაშვილი????)
არქაია (არჩაია???)
ამესკუა (ამე-სკუა???) სკუა - შვილი მეგრულად.
ანაია (სანაია????)
ბეასკუა (ბეა-სკუა?? ?)
არანია (კარანია???)
სელაია (სალაია???)
ერაია (ბერაია???)
არია (სარია, შარია???)
იმანია (მანია???)
გარსია (ნარსია???)
ლაბაურია (ლაბაური-დუშეთი, მცხეთა???)
მესკია (მესხია???)
ურუნია - (არონია???)
ზუბია ( ზუბიაშვილი – გორი, დოესი, ზერტი, კასპი, მეტეხი, მცხეთა. შარაბიძე – ზუბია [საქართველოს სიძველენი, წიგნი II]
ზურია (ზურიაშვილი???)
ზურიდია (ურიდია???)
ამესტია
აკირიბია (კირიბი - ბატკანი)
აჩიჩური
აგოიტია
აგორია
აჩა-ლიზუნდია
აგირე-გაზურია
აია
აიურია
ალდაია
ალდამის-ეჩებარია
ალდამის-გოიეა-სკოა
ალბირა
ამაია
ანჩია
ანდაია
ანდია
ანდრამორთუ (ანდრ(ღ)ა-მორთუ? )
ანგუა
ანია
ანიტუა
ანუა
აპალუა
აპარტია
არამენდია
არანდია
არანგუა
არანგუტია
არანუა
არაია
არეჩუა
არეგია
არგანია
არისტია
ართია
ასკუთია
აულია
აუსტუა
ბარბარია
ბარია
ბარუთია
ბარუა
ბეიდია
ბენიტუა
ბერათუა
ბერესია
ბერია-ინ
ბიკუნია
ბიდანია
ბიგურია
ბულუკუა
ბურგანია
ბურგია
ბუსტურია
კაბიერუა
სიარდეგია
დენდარია
ეჩებერია
ელდუა
ელისონდობერია
ელუა
ემალდია
ენბელდია
ენდაია
ერდოსია
ერგუია
ერკისია
ერანდორენა
ეჩეჩური
ეჩებერი
ესამა-ბიტორია
ესკურდია
ესკია
ფორურია
გამირუა
გარაია
გარაიმენდია
გასტეგია
გასტელუა
გოირია
გონაობია
გონია
გორტარია
გოია
გურაია
გურია
ჰერედია
იგარტუა
იმენდია
ირაურია
ისპისუა
იტურია
ლარაია
ლარუსია
ლატატუა
ლეკოია
ლეგარია
ლეგია
ლეტურია
ლიგორია
ლურტუა
მაკუა
მაიტია
მამია
მანარია
მაორთუა
მასკარუა
მაია
მენდია
მენდიგორია
მენდიგუჩია
მენდიგურია
მერუა
მილიკუა
მიმენდია
მირუბია
მოტილუა
მუნგია
მურგია
მურუა
ოჩოა
ოჩუა
ოდრია
ოლაბერია
ოლაბურუა
ოლაურთუა
ოლუა
ოპაკუა
ორიორტუა
ურქია/ურკია
პერუგორია
პორტუა
სალაბერია
საუტუა
სუკია
ტორნარია
ტრაბუდუა
ტროია
უბეგია
ულასია
უმანდია
უმენდია
ურდუია
ურიბე ეჩებერია
ურიბარი-მენდია
ურუტია
უსტუა
უსუა
ბეამურგია
ბეიტია
ბელანდია
ვენიტუა (ბენიტუა)
ზაბალია
ზაბალუა
ზოზაია
ზუასტია
ზუბალდია
ზუბირია
ზუფია
ზუმაია
იან ბრაუნი - პოლონელი შუმეროლოგი და ქართველოლოგი (1926-2015). მან ბასკურ ენას მეხუთე ქართველური ენა უწოდა (ქართულ, ლაზურ, მეგრულ, სვანურ ენებთან ერთად).
▶ Acheulean industry (Caucasus, Western Europe) - 1.8 Million - 36,000 years BC.
▶ Abbevillian industry of Egypt - 600,000 and 422,000 BC.
▶ Clactonian industry (Britain) - 422,000 – 398,000 BC.
▶ Clactonian industry of Egypt - 422,000 – 400,000 BC.
▶ Mousterian culture of Egypt - 160,000 – 40,000 BC.
▶ Mousterian techno-complex (Europe) - 158,000 – 38,000 BC.
▶ Micoquian industry (Europe, major site in France and Germany) - 128,000 - 58,000 BC.
▶ Wadi Halfa culture (Egypt) - 100,000 BC. the oldest structures in Egypt.
▶ Bohunician industry (central Europe) - 48,000 BC.
▶ Emiran culture (Levant) - 48,000 - 38,000 BC.
▶ Ahmarian culture (Levant) - 44,000 BC.
▶ Châtelperronian industry (France) - 42,500 - 34,000 BC.
▶Lincombian-Ranisian-Jerzmanowician (Northern Europe) - 41,000 BC.
▶ Aurignacian culture (Europe) - 41,000 - 26,000 BC.
▶ Khormusan culture (Egypt) - 40,000 - 16,000 BC.
▶ Aterian Industry (Egypt) - 40,000 BC.
▶ Baradostian culture (Caucasus and Zagros) - 36,000 - 18,000 BC.
▶ Heavy Neolithic ("Gigantolithic" or "Trihedral Neolithic"), for example Qaraoun culture - 18,000 - 3,000 BC.
▶ Perigordian industry (Western Europe) - 33,000 - 20,000 BC
▶ Levantine Aurignacian - 33,000 - 27,000 BC.
▶ Gravettian industry (Europe) - 31,000 - 19,000 BC.
▶ Malta-burret culture - 22,000 - 13,000 BC.
▶ Solutrean industry (Western Europe) - 20,000-15,000 BC.
▶ Halfan culture (Egypt) - 20,000 - 14,000 BC.
▶ Kubbaniyan culture (Egypt) - 20,000 - 13,000 BC.
▶ Epigravettian industry (eastern and southern Europe) - 19,000 - 8,000 BC.
▶ Kebaran culture (Levant) - 16,000 - 10,500 BC.
▶ Magdalenian cultures in Western Europe - 15,000-10,000 BC.
▶ Tardenosian culture - existed in 15,000-3,000 BC. C1a, I, I2, I2a, I2c.
▶ Trialetian culture (Caucasus) - 14,000 - 6,300 BC.
▶ Hamburg culture (Germany) - 13,500 - 11,100 BC.
▶ Iron Gates culture (Balkan) - 13,000-3000 BC.
▶ Natufian culture (Levant) - 13,050-7,550 BC.
▶ Qadan culture (Egypt) - 13,000 - 9,000 BC.
▶ Sebilian culture (Egypt) - 13,000 - 10,000 BC.
▶ Azilian culture (Western Europe) - 12,000-8,000 BC.
▶ Bromme culture (Denmark) - 11,600 - 9,800 BC.
▶ Anatolian neolithic Existed in 11,500– 5,500 BC. G2a (H2, I2, J2, R1b, T1a).
This was Proto-Ibero-Caucasian Peoples and tribes, but the names of these archeological sites is now Turkish, because of the Turkish invasion in the middle ages in Byzantium caused the Turkization of the names of the places in Anatolia:
1) Norsuntepe - founded in 11,050 BC.
2) Göbekli Tepe (Gobekli Tepe) - 10,050 - 8,000 BC.
3) Boncuklu Höyük (Bonchuklu Hoiuk) - Founded 8500 BC.
4) Nevali Cori - Founded 8400 BC.
5) Aşıklı Höyük (Ashikli Hoiuk) - Founded 8,200 BC.
6) Çatalhöyük (Chatalhoyuk) - 7500 BC to 5700 BC.
7) Hacilar - Founded 7,040 BC.
8) Çayönü (Chaionu) - Founded 6,800 BC.
9) Köşk Höyük (Koshk Hoiuk) - 6300-4750 BC.
10) Mersin - 6300-4500 BC.
11) Yumuktepe - founded in 6300 BC.
▶ Swiderian culture (Poland) - 11,000 – 8,200 BC.
▶ Ahrensburg culture (Germany) - 10,900-9,700 BC.
▶ Shepherd Neolithic - 10,200 - 8,800 BC.
▶ Khiamian culture (Levant) - 10,200 - 8,800 BC.
▶ Pre-Pottery Neolithic (PPN) - 10,000 - 6,500 BC.
Pre-Pottery Neolithic A (PPNA)
Pre-Pottery Neolithic B (PPNB)
▶Fosna-Hensbacka culture (Norway) - 10,000-8,500 BC.
▶ Komsa culture (Norway) - 10,000-8,000 BC.
▶ Middle Urals mesolithic culture - 10,000-3,000 BC.
▶ Megalithic cultures of Europe - 9500 - 1200 BC.
in 6000-4300 BC its population was: G2a, I2, I2a, E1b1b, R1b-V88.
in 4300-3500 its population was: I2, G2a.
in 3500-3000 BC - I2, G2a, R1b-V88, E1b1b, T1a.
▶ Maglemosian culture (Northern Europe) - 9,000-7,000 BC.
▶ Irish Mesolithic - 9,000-3,500 BC.
▶ Tahunian culture - 8800 BC.
▶ Harifian culture (Egypt) - 8,800 – 8,000 BC. maybe the homeland of first proto-semitic languages.
▶ Sauveterrian culture (Western and Central Europe) - 8,500-6,500 BC.
▶ Kunda culture - Existed in 8500– c. 5000 BC. I2, R1a, R1b
▶ Fosna culture (Scandinavia) - 8300–7300 BC.
▶ Amuq-Byblos or Hashbai - 8200-6200 BC. E1b1b, G, H2, R1b-V88, T1a.
▶ Anatolian neolithic - Existed in 8,000– 5,500 BC. G2a (H2, I2, J2, R1b, T1a)
▶ Sesklo culture - 7510-3200 BC.
▶ Khirokitia culture (Greece) - 7000 - 3000 BC.
▶ Hensbacka culture (Scandinavia).
▶ Neman culture (Scandinavia) - 7,000-3,000 BC.
▶ Yarmukian Culture (Levant) - 6400–6000 BC.
▶Printed cardium pottery - existed in 6400 BC – c. 5500 BC.
in 6400-4500 BC its population was: G2a, (I2a, J1, T1a).
in 4500-2500 BC - G2a. I2, (J1, T1a).
▶ Cardium pottery - 6400-5500 BC. G2a, E1b1b, I2a (J1, T1a).
▶ Caucasian neolithic or Shulaveri culture - Existed in 6300-4000 BC.
in 6300-5000 BC its population was: J2, J1, G2a, T1a, R1b
in 5000-4500 BC - J2a, G2a, J1 (R1b, T1a)
▶ Bug-Dniester culture - Existed in 6300–5500 BC. I2, R1a, R1b