“ჩემო ძვირფასო ბაბოშკა,
ვერ წარმოიდგენ როგორი სიამოვნება მომანიჭა შენმა წერილმა და იმის გაცნობიერებამ, რომ ასეთი სიყვარულით ზრუნავ ჩემთვის.
დაიბეჭდა თუ არა ლექსი “მერი”, იმ პერიოდში ყველა საუბრობდა, რომ ტაბიძემ ეს ნაწარმოები მე მომიძღვნა. პირადად ჩემთვის მას ეს არ გადმოუცია… და ბოლოს, მე 1918 წელს დავქორწინდი…
ძვირფასო ბაბოშკა, ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს შენი ცხოვრება და ბედი. მიხარია, რომ გყავს შესანიშნავი შვილები და შვილიშვილები, რომ მათში და მათთან იპოვე შვება ამდენი ცხოვრებისეული განსაცდელების შემდეგ.
ვოცნებობ, როდის დადგება შესაძლებლობა, დავბრუნდე სამშობლოში, რომ ყველაფერი და ყველა ჩემი ახლობელი ვნახო… თქვენ, ყველა ჩემი ახლობელი, ძალიან მაკლიხართ, განსაკუთრებით, როცა ავად ვარ… როგორ ძალიან მინდება, რომ ახლობლები აქ, ახლოს მყავდნენ. გეხვევით ძლიერ, შენ და შენს მშვენიერ ვაჟსა და ქალიშვილს. თქვენი მოყვარული დეიდა მერი."
როგორც ფიქრობენ მერი შერვაშიძე წერილში ალბათ გულისხმობს ლექსის გამოქვეყნების თარიღს. “მერი” 1915 წელს დაიბეჭდა ჟურნალში “თეატრი და ცხოვრება”, ხოლო მან გიგუშა ერისთავზე 1918 წელს დაიწერა ჯვარი. ... თარიღების თუ ამ წერილის მიუხედავად... და ავტორის პიროვნების გათვალისწინებით, სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ ასე ყველასათვის საყვარელი ლექსი, მაინც მხოლოდ და მხოლოდ "იმ " ულამაზესი ქალბატონისთვის დაწერილიყო ...
ამ სტატიას კი ბაბო დადიანის კიდევ ერთი მოგონებით დავასრულებ: "ლადო გუდიაშვილმა მითხრა: გალაკტიონმა მომიტანა ფოტოსურათი და მთხოვა, მერი შერვაშიძის სურათი დამიხატეო… ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ, როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა – ეს ჩემი მერი არ არისო…” მართლაც, განა რომელიმე მხატვარს შეეძლო, ისე ლამაზად დაეხატა იდუმალი მერი, როგორც მას გალაკტიონის სიტყვა და კალამი ხატავდა? ... შენ ზღვის პირად შენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი,
სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი
და გფარავდა მწვანე სუროსფერი
ცაცხვისა და ალვის ხეივანი.
შენს ღიმილში მწუხარების ჩქერი
მოულოდნელ სიყვარულად ვცანი,
როგორც მთვარის შუქი ალმაცერი,
როგორც სიოს უცხო მიმოხვრანი.
ამ ღიმილში კარგი, მშვენიერი
გამოკრთოდა სევდა-კაეშანი,
როგორც სხივზე ყვავილების მტვერი,
ცისკრის ნამით თრთოლვილ-განაბანი.
იმ ღიმილზე, იმ სევდაზე ვმღერი,
ბანს მაძლევენ ყვავილნი და მთანი.
მერი, ჩემო შორეულო მერი,
შენსკენ მოჰქრის ბედის იალქანი.
გალაკტიონ ტაბიძე -1915 წელი

ფოტოზე : მერი შერვაშიძე