საზოგადოება ახალდაბადებულმა გოგონამ მამა ხმაზე იცნო და გაუღიმა 2019, 8 სექტემბერი, 22:54
11 აგვისტოს ბრაზილია მამების დღეს აღნიშნავს და პატარა ანტონელაც სწორედ ამ დღეს დაიბადა.
ანტონელას ოჯახს სჯერა, რომ ახალდაბადებულმა გოგონამ მამა ხმაზე იცნო და გაუღიმა.
ფოტოზე სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი.
ახალშობილის დედა მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ გოგონას მის გულზე ეძინა, როცა მეუღლე ბავშვს გამოელაპარაკა, რა დროსაც პატარა ანტონელამ თვალები გაახილა და მამას გაუღიმა. ის ყვება, რომ ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში ქმარი ბავშვს ხშირად ეთამაშებოდა და ელაპარაკებოდა. „მე ვფიქრობდი, ვიცოდი, რა იყო ნამდვილი სიყვარული. მას შემდეგ, რაც ეს სამყაროში ყველაზე გულწრფელი ღიმილი დავინახე, ეს იყო... ამან დამარწმუნა ნამდვილ სიყვარულში“, – ამბობს ფლავიო, ანტონელას მამა. 135 შეფასება არ არის
|