სიახლეები
ეს მამაკაცი სწორედ "იმან“ იმსხვერპლა, რასაც ჩვენ ყოველდღე დაუფიქრებლად ვსვამთ
2019, 8 სექტემბერი, 22:31
აწ უკვე გარდაცვლილი დინ უორმბი პროფესიონალი ბოდიბილდერი იყო, რომელიც ახლობლების თქმით, არც თუ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა. დინი კუნთების მასის შესანარჩუნებლად ყოველდღიურად იძულებული იყო ათი ათასი კილოკალორია მიეღო, ამას კი არაჯანსაღი საკვებისა და ენერგეტიკული სასმელების ხარჯზე აკეთებდა. როგორც "Daily Mail"- ი იუწყება, დინ უორმბის გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის სიმსივნე გახდა, რომლის გაჩენაც უზომო რაოდენობით ენერგეტიკულ სასმელსა და არასწორ კვებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ენერგეტიკული სასმელი – მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ, გაყიდვად მატონიზირებელ სითხედ ითვლება, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო დიდი რაოდენობით კოფეინს ან მის შემცველ ზრდად ექსტრაქტებს შეიცავს (კვების სპეციალისტთა განცხადებით, კოფეინი და მატონიზირებელი ზრდადი ექსტრაქტები - გუარანი, ჟენშენი, უკუნაჩვენებია სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით იტანჯება, კოფეინი უარყოფითად მოქმედებს ასევე კუჭზე და ზოგადად მთელს მუცლის ღრუზე) ბოდიბილდერი ყოველ საათში სწორედ ორ ასეთ, ენერგეტიკულ სასმელს სვამდა, რომლის გადაჭარბებულმა მიღებამ ახალგზრდა სპორტსმენისთვის ყველაფერი ლეტალურად დაასრულა.
გახსოვდეთ, რომ ენერგეტიკული სასმელები არც თუ ისეთი უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ის თქვენ - ჯანმრთელ საკვებს, სრულფასოვან ძილსა და სპორტს ვერასდროს შეგიცვლით. დინის შემთხვევაში, სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის მიზეზი სწორედ ამ სასმელის გადაჭარბებული მიღება გახდა. ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს შემთხვევა და ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობაზე უკვე დღეიდან დაიწყეთ.