ასტროლოგია მთვარის ბნელ მხარეს კაცობრიობისთვის უცნობი ნივთიერება აღმოაჩინეს 2019, 8 სექტემბერი, 20:28 ჩინური კოსმოსური პროგრამით მთვარეზე გაგზავნილმა მთვარეზემავალმა Yutu-2-მა აღმოაჩინა უჩვეულო ფერის ისეთი ნივთიერება, რომლის იდენტიფიცირებას მეცნიერები ვერ ახერხებენ. მკვლევარები ცდილობენ შეისწავლონ გელის მსგავსი ნივთიერების ბუნება და შემადგენლობა. Yutu-2– ის მიერ აღმოჩენა მოხდა მთვარის ზედაპირზე ყოფნის მერვე დღეს. მთვარის დღე უდრის თითქმის თხუთმეტ დედამიწის დღეს. ყოველი გამოსვლის წინ, მთარეზემავალს "სძინავს" მთვარის ღამის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი თითქმის ორი კვირის განმავლობაში ატარებს გამოკვლევებს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე. შესასწავლად, იგი იყენებს ნეიტრონის სხივების დეტექტორს, დაბალი სიხშირის რადიოდეტექტორს და ინფრაწითელი გამოსახულების სპექტრომეტრს. მთვარის ყოფმის მერვე დღეს, ერთ-ერთმა ექსპერტმა აღმოაჩინა პატარა კრატერი, რომლის შიგნით იყო ნივთიერება, რაც საოცრად განსხვავდებოდა ფერით და ტექსტურით მთვარის მთლიანი ზედაპირისგან. მთვარეზემავალი როვერა დაუყოვნებლივ გაგზავნეს შემოწმებისთვის. Yutu-2 მიუახლოვდა კრატერს და გადაამოწმა მასალა VNIS სპექტრომეტრის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობა. ჩინელ ასტრონავტებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ მონაცემები აღმოჩენის წარმოშობისა და შემადგენლობის შესახებ. მათ მხოლოდ როვერის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელიც კრატერისკენ მიემართება. 250 შეფასება არ არის
|