x
image
თამილა გურაშვილი
მთვარის ბნელ მხარეს კაცობრიობისთვის უცნობი ნივთიერება აღმოაჩინეს
image
ჩინური კოსმოსური პროგრამით მთვარეზე გაგზავნილმა მთვარეზემავალმა Yutu-2-მა აღმოაჩინა უჩვეულო ფერის ისეთი ნივთიერება, რომლის იდენტიფიცირებას მეცნიერები ვერ ახერხებენ. მკვლევარები ცდილობენ შეისწავლონ გელის მსგავსი ნივთიერების ბუნება და შემადგენლობა.


Yutu-2– ის მიერ აღმოჩენა მოხდა მთვარის ზედაპირზე ყოფნის მერვე დღეს. მთვარის დღე უდრის თითქმის თხუთმეტ დედამიწის დღეს. ყოველი გამოსვლის წინ, მთარეზემავალს "სძინავს" მთვარის ღამის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი თითქმის ორი კვირის განმავლობაში ატარებს გამოკვლევებს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე. შესასწავლად, იგი იყენებს ნეიტრონის სხივების დეტექტორს, დაბალი სიხშირის რადიოდეტექტორს და ინფრაწითელი გამოსახულების სპექტრომეტრს.



image


მთვარის ყოფმის მერვე დღეს, ერთ-ერთმა ექსპერტმა აღმოაჩინა პატარა კრატერი, რომლის შიგნით იყო ნივთიერება, რაც საოცრად განსხვავდებოდა ფერით და ტექსტურით მთვარის მთლიანი ზედაპირისგან. მთვარეზემავალი როვერა დაუყოვნებლივ გაგზავნეს შემოწმებისთვის.



image


Yutu-2 მიუახლოვდა კრატერს და გადაამოწმა მასალა VNIS სპექტრომეტრის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობა. ჩინელ ასტრონავტებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ მონაცემები აღმოჩენის წარმოშობისა და შემადგენლობის შესახებ. მათ მხოლოდ როვერის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელიც კრატერისკენ მიემართება.


0
250
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0