x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
image


ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას მომავალი წლის 20 თებერვალს დატოვებს. სწორედ ამ დროს ეწურება მერაბიშვილს პატიმრობის ვადა.


ცნობისთვის: ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე. სასჯელის შთანქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის საზედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.


ამით მის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი პრეტენზიები არ ამოწურულა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ჯერ უცნობია, ამ საქმეებზე რა განაჩენი დადგება და გაიგრძელდება თუ არა მას პატიმრობის ვადა.



ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი შს მინისტრის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0