საზოგადოება „საქართველო გეი კაცების ქვეყანაა!.. დადექით და იღრუტუნეთ!“ - ელენა კულუმბეგოვა 2019, 5 სექტემბერი, 21:15
სეპარატისტული მედიის წარმომადგენელი ელენა კულუმბეგოვამ ოკუპირებული ცხინვალიდან სოციალურ ქსელში ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა:
“მე თქვენ (ქართველები) ძალიან მეცოდებით! ცდილობთ გადაწეროთ ისტორია? არ გამოგივათ! საქართველო თარგმანში ნიშნავს – საე კაეტ – მონები, რომლებიც ცხოვრობენ ჩემი ბოსტნის კუთხეში. თქვენ დარჩებით მონებად, რომლებიც მიწას ცხვირით თხრიან. თქვენ ხართ გეი კაცების ქვეყანა! იმ კაცების ქვეყანა, რომელიც მუხლებზე დადგა ოსი ხალხის წინაშე! იმ კაცების, ვინც საკუთარ დროშაზე იცეკვა. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის სოციალურ ქსელებში ყბედობა. მე ვიცი, რომ სიმართლეს ვამბობ. დადექით და იღრუტუნეთ!” – დაწერა კულუმბეგოვამ. ეს პერსონა სოციალურ ქსელში აქტიურობითა და კრიტიკით გამოირჩევა. ის რამდენიმე წლის წინ მარიონეტული რეჟიმის ერთერთ სამინისტროში იყო დასაქმებული. თუმცა, სწორედ კრიტიკული განცხადებების გამო გაუშვეს. გასულ წელს გაათავისუფლეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელი, ელენა კულუმბეგოვა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი (სპიკერი პარტია-რედ). მისი გათავისუფლება უკავშირდება ფეისბუკში მის პირად გვერდზე ლეონიდ თიბილოვის მიმართ გამოთქმულ არასასიამოვნო კომენტარებს. . ახლა ეს კომენტარები უკვე გამქრალია, მაგრამ თავად კულუმბეკოვა ამბობს, რომ პირველი ეხებოდა დისკუსიას ტამერლან ტადეევის „სპიკერისთვის“ ნამბობის შესახებ, რომ ოდესღაც სამხრეთი ოსეთის პირველი თვდაცვის მინისტრმა ვალერი ხუბულოვმა ლეონიდ თიბილოვს(ახლანდელი პრეზიდენტი-რედ) დაარტყა პოლიტიკური უთანხმოების გამო. , „მე ასეთი რამ დავწერე: “ ჰა, ჰა, თურმე ხშირად ბეგვავდენ კიდეც, იმედია, ოდესმე ამოვალთ ამ ორმოდან“. მეორე კომენტარი დავწერე ჯგუფში „სამხრეთი ოსეთი“; ის ასეთი შინაარსის იყო: „აი, სამსახურიდან შინ ვბრუნდები, რადიო ჩავრთე და აქტიური აგიტაცია მიდის. მოხუცი სავარძელს ებღაუჭება“. . საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ლეიტენანტის კულუმბეგოვას გამონათქვამები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეურაცხყმყოფელად მიიჩნიეს და პროკურატურას სარჩელით მიმართეს. 1841 1-ს მოსწონს
|