x
image
lady.ge
ჩაცმის სტილი და ზოდიაქო- ნაწილი მეორე
imageმაშ ასე, მორიგი ექვსეულის დროც დადგა და ამჯერად სასწორების, მორიელების, მშვილდოსნების, მერწყულების, თხის რქების და თევზების გარდერობი გამოვაღოთ..


სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს განურჩევლად იმისა, საკუთარი ნიშნის ტიპიური თუ არატიპიურ წარმომადგენელს განეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, ყველას დახვეწილი გემოვნება გააჩნია. სასწორს მოსწონს ჰარმონია ყველაფერში, მათ შორის ჩაცმაში. პასტელის ფერები ეს ჩაცმულობის ის შტრიხია, რომლითაც ნებისმიერ სასწორს ამოიცნობთ.

image

მორიელებს კი განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ გამომწვევი, გულამოღებულ-დეკოლტირებული სამოსის მიმართ.
რაც შეეხება ფერებს, მათ უფრო ხშირად მუქი ტონალობები იზიდავთ, მაგრამ ნებისმიერი მორიელის სისუსტე სათვალეებია. ყველა მორიელს უყვარს გაუმჭვირვალე მინების მქონე სათვალე და იგი ნებისმიერი მათგანის გარდერობში მოიძებნება.




რაც შეეხება მშვილდოსანს მისი საყვარელი სამოსი კედები, ჯინსები და მაისურია.. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონი ქუსლებზე დადგომას გაურბის. საჭიროების შემთხვევაში მშვილდოსანს უნარი შესწევს ძალზე სექსუალური, ქალური და მომხიბვლელი იყოს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოპრანჭული, მაგრამ სპორტული სტილი მაინც მისი სისუსტეა.



აი თუ ვინმეს გარდერობში ნაკლებად მოიძებნება სპორტული სტილის სამოსი, ეს თხის რქაა. თხის რქა ქალებს უყვართ გემოვნებით, თუმცა კონსერვატორულად ჩაცმა. კუროს შემდეგ თხის რქაც ერთერთი გამორჩეული ბრენდომანია, რადგან ხარისხი ყოველვის ურჩევნია რაოდენობას.

image

მერწყულის გარდერობში კი ყველანაირი სტილის და ფასონის სამოსს შეხვდებით, დაწყებული რობოერტო კავალის სათვალით დამთავრებული "სექენდ ჰენდში" შეძენილი მაქმანებიანი ჯინსებით. მერწყულის გემოვნება უაღრესად მრავალფეროვანია და რა გასაკვირია რომ მას მხოლოდ ბრენდული მაღაზიები ვერ აკმაყოფილებენ.


თევზების უმრავლესობა, უაღრესად ქალური, ნაზი და დახვეწილია. აქედან გამომდინარე დიდი სილამაზითაც რომ არ იყოს დაჯილდოვებული, თევზი ქალი მაინც ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება და ნებისმიერ სამოსს იხდენს. განსაკუთრებული სიყვარული კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, შარფების, ნაქსოვი ზედების და აქსესუარების მიმართ აქვთ.

2
1069
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1069
  
2012, 18 ოქტომბერი, 14:34
სისულელეა,მორიელი ვარ და სათვალე ცხოვრებაში არ მიტარებია...
2012, 29 ივლისი, 14:11
+100000
0 1 2