საზოგადოება მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა თბილისში ჩამოდიან 2019, 4 სექტემბერი, 9:26
თბილისში რუსი კომიკოსისა და მომღერლის, მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება. თავდაპირველად ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა, კონცერტის ორგანიზატორად Tickets Online GROUP არის მითითებული. კომპანიაში დაადასტურეს, რომ თბილისში გალკინის კონცერტი ნამდვილად იგეგმება და ამ კონცერტს ორგანიზებას თავად უწევენ. მათი განცხადებით, ადგილი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, მათივე თქმით, გალკინის კონცერტი 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. შესაძლოა კონცერტზე გალკინის მეუღლე, ცნობილი დივა, ალა პუგაჩოვაც ვიხილოთ. არ არის გამორიცხული, მათ თბილისში ცნობილი დუეტები შეასრულონ. საქართველოში რუსი მომღერლებისა და რუსეთში მოღვაწე მუსიკოსების კონცერტებს ყოველთვის თან ახლავს პროტესტი. მიმდინარე წლის ზაფხულში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ბათუმში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა ჯგუფმა A-Studio-მ. 1 ივლისს რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსი არტისტების ყოფნა საქართველოში სახიფათოა. 1477 შეფასება არ არის
|