სხვა (ვიდეო) -"ილოცეთ ბაჰამის კუნძულებზე მყოფ ადამიანებზე" 2019, 2 სექტემბერი, 21:57 ბაჰამის კუნძულებმა განიცადა უძლიერესი ქარიშხალ "დორიანის" დარტყმა, რომელსაც მიენიჭა სიძლიერით მაქსიმალური მეხუთე კატეგორია. ქარის და წყლის ნაკადებმა ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა. ახლა ქარიშხალი"დორიანი" მიემართება აშშ-ს სანაპიროზე და ემუქრება ჯორჯიას შტატს, სამხრეთ კაროლინასა და ფლორიდას. სტიქიის დარტყმის შედეგადად შეიძლება დაზარალდეს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი. ქარიშხალი დორიანი, რომელმაც ბაჰამის კუნძულებს დაარტყა, მაქსიმალური კატეგორიაში გააქტიურდა. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე გამოეხმაურა ქარიშხალ დორიანის დარტყმა ბაჰამის კუნძულებზე. ”ილოცეთ ბაჰამის კუნძულებზე მყოფ ადამიანებზე. კუნძული ისეთი სტიქიის დარტმის ქვეშ მოექცა, როგორიც არასდროს ყოფილა, მე –5 კატეგორია. დაახლოებით 300 კმ / სთ სიჩქარე. ”- წერს დონალდ ტრამპი. 2724 1-ს მოსწონს
|