კულტურა 30 წლის ესპანელი მოცეკვავე ათასობით მაყურებლის თვალწინ დაიღუპა(ვიდეო) 2019, 2 სექტემბერი, 20:08 ესპანელი მოცეკვავე და მომღერალი ხუანა საინზ გარსია(Joana Sainz Garcia) დაიღუპა სცენაზე პიროტექნიკის აფეთქების შემდეგ.
30 წლის მოცეკვავე და მომღერალი გამოდიოდა ჯგუფ Super Hollywood Orchestra-სთან ერთად, როდესაც მის სიახლოვეს მოხდა აფეთქება, ეს მოხდა ღამის ორ საათზე ადგილობრივი დროით, ქალაქ ლას-ბერლანასის(ესპანეთი) მუსიკალურ ფესტივალზე. ახალგაზრდა ქალს ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გარდაიცვალა, ისე, რომ გრძობაზე არც მოსულა. Super Hollywood Orchestra-ატარებდა დასკვნით კონცერტს Las Berlanas-2019-ის მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 4 დღის განმავლობაში წინა გამომსვლელების დროსაც იყო პიროტექნიკა გამოყენებული, რა დროსაც არავის არაფერი პრობლება არ შექმნია.ბოლოს კი რა მოხდა ჯერჯერობით გაუგებარია. ფესტივალის ორგანიზატორებმა და ქალაქის ხელისუფლებამ მიუსამძიმრეს არტისტის ოჯახს და ახლობლებს. 700 4-ს მოსწონს
|