x
image
ეკა ლაცკა
12 საინტერესო ფაქტი ამერიკის ყველაზე გემოვნებიანი მამაკაცის, ოსკაროსანი მსახიობის - ედრიენ ბროუდის შესახებ

image
ედრიენ ბროუდი


1.

დაიბადა 1973 წლის14 აპრილს, ნიუ იორკში.

image


2.
დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის დრამატიული ხელოვნების აკადემია.


image


3.

2003 წელს, ყველაზე ახალგაზრდა, 29 წლის ასაკში მას გადაეცა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - ოსკარი - "მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" - რომან პოლანსკის ფილმში "პიანისტი".

image


4. ფილმისთვის "პიანისტი" ბროუდიმ:

* სათანადოდ შეისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. პედაგოგები მას დღეში დაახლოებით 4 საათი ავარჯიშებდნენ.

* წონაში დაიკლო 13 კილოგრამი

* ისევე როგორც მისი გმირი, ვლადისლავ შპილმანი, მსახიობიც მთლიანად მოწყდა თავის ყოვედღიურ რიტმსა და ცხოვრებისეულ სამყაროს.

* უარი განაცხადა საკუთარ სახლში ცხოვრებაზე, გაყიდა პირადი ავტომობილი და გარკვეული ხნის განმავლობაში გამორთო ტელეფონი.

* სწორედ ამ პერიოდში ის მიატოვა საყვარელმა ქალმა.

image



5.

ის არის ერთადერთი ამერიკელი, რომელმაც ფრანგული სეზარის ჯილდო დაიმსახურა.

image



6.

2004 წელს ჟურნალ Esquire ედრიენი დაასახელა ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად ამერიკაში.

image


7.

ედრიენის თქმით. ის გამომწვევ და რთულ როლებს ირჩევს, რომელიც სრულიად განსხვადება მისი ხასიათისაგან.
image


8.
ის საკუთარ თავს ახასათებს, როგორც მხიარული და გახსნილი ადამიანი
image



9.
კრიტიკოსები მას ალ პაჩინოს ამსგავსებენ, განსაკუთრებით მისი მოწყენილი მზერისა და თვალების გამო.
image



10.

19 წლის ასაკში ის სერიოზულ ავარიაში მოყვა რის შედეგადაც ცხვირი დაუზიანდა, ცხვირზე მეორე ტრამვა ფილმ "Summer of Sam" გადაღებების დროს მიიღო. სულ ოთხჯერ აქვს ცხვირი დაზიანებული თუმცა არასდროს მიუმართავს პლასტიკური ოპერაციისთვის რადგან ეს მისი სამარკო ნიშანია.
image

11...


-ჩანს, ორიგინალური გარეგნობა სამსახიობო კარიერას უწყობს ხელს?


- პირიქით, ამუხრუჭებს. თუ გრძელი ცხვირი გაქვს, მეტისმეტად სერიოზული მზერა და მუქი თმა, უფრო ხშირად ცუდი ბიჭების თამაში გიწევს. ჰოლივუდში ყველა დროში ნაზ ბიჭებს სცემდნენ პატივს. თუმცა მაინც ვამჯობინებ, რომ საინტერესო ვიყო და არა სიმპათიური. გარეგნობა რომ არა, პოლანსკისთან როლს ვერ მივიღებდი.
"პიანისტი" ჩემი ცხოვრების სიამაყეა. გარდა ამისა, არ მინდა რიგითი და მომხიბვლელი სახე მქონდეს, რათა კარიერა გავიკეთო. გარეგნობას აღარ შევიცვლი, გამოდის, ან მომიწევს როლებთან მორგება, ან პირიქით - მათ მოუწევთ ჩემზე მორგება. სხვა გზა არ არის, არ ვარ მიჩვეული სიმარტივეს.

image


12.

"არასდროს მითამაშია კინოში მარტო იმიტომ, რომ ფული მეშოვა. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რას ნიშნავს უფულოდ ჯდომა, ქამრის შემოჭერა. მაგრამ ცუდ ფილმში გადაღება იგივეა, რომ "სამსახიობო მეძავი" იყო, მაყურებელს მოატყუო, რომელიც კინოში მოდის, იქ რაღაც მნიშვნელოვანს ეძებს და შეიძლება უკანასკნელ ფულს იხდის. ასე ვერასდროს მოვიქცეოდი"

image

0
360
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0