x
image
ეკა ლაცკა
"იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც"- 25 არაორდინალური გამონათქვამი ფრედერიკ ბეგბედერისგან
image

ფრედერიკ ბეგბედერი ცნობილი თანამედროვე ფრანგი მწერალია. იგი ქართველ მკითხველს თავისი გახმაურებული “99 ფრანკის” წყალობით დაუახლოვდა. თუმცა ამ წიგნის გარდა მისი შემოქმედება რამდენიმე ნოველას და ესეს ითვლის.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი მწერალი 2016 წელს თბილისს სტუმრობდა, ხოლო 2019 წელს ის შეუერთდა კამპანიას "spend your summer in Georgia", რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ვიდეოში, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა, ის ამბობს:


"გამარჯობა, მე ფრედერიკ ბეგბედერი ვარ და თქვენთვის მესიჯი მაქვს. გაატარე შემოდგომა საქართველოში".

ჩვენს მკითხველს კი ამონარიდებით გავართობთ, რომელიც რაღათქმაუნდა მისი შემოქმედებიდან გახლავთ:


image

1.
"საუკეთესო დღესასწაული - ის, რომელიც ჩვენში ხდება".


2.
"ორაზროვანი სითბო უკვე სიცივისგან შემდგარი მოვალეობაა".


3.
“ხდება ხოლმე, რომ საჭიროა სიამაყის ჯიბეში ჩადება და იმის გახსენება, რომ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე”.


4.
"არ დაანაგვიანოთ თქვენი მეხსიერება წყენებით, თორემ მშვენიერი წამებისთვის ადგილი არ დარჩება".


5.
„როდესაც ტვინს ჰგონია, რომ ყველაფერს აკონტროლებს, გული ამბოხებულია, ფილტვებს ჰაერი არ ჰყოფნის. ყოველი ადამიანი ვინც თავი თავში სიყვარულს ახშობს, არარაობად იქცევა და ავად ხდება.“


image


6.
"თუ ვინმეს ელი, უთვალავჯერ მოგეჩვენება იმის ფეხის ხმა..."


7.
XX საუკუნეში სიყვარული - ტელეფონია, რომელიც აღარ რეკავს.


8.
"იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც".


9.
"ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში - ესაა ტკივილი, რომელსაც აყენებ საყვარელ ადამიანს და ვერანაირი ფილოსოფია ვერ გაამართლებს ადამიანს, რომელმაც საყვარელ ადამიანს გული ნამსხვრევებად უქცია".


10.
"დღეს, ვისაც ფული აქვს, არ აქვს დრო, ხოლო იმათ, ვისაც დრო აქვს, არა აქვს ფული".


image


11.
"სულ ვცდილობდი გამეგო ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.


12.

"ცხოვრება ხომ დროის სულ მცირე ნაგლეჯია, რომელსაც სივრცეში მოტრიალე პატარა კენჭზე საცხოვრებლად გვანიჭებენ და ეს ციცქნა ნაგლეჯიც იმაზე ფიქრში ხომ არ უნდა გავლიოთ მოგვწონს თუ არა, როგორაა ცხოვრება ორგანიზებული? ჯობია თავიდანვე მივიღოთ თამაშის წესები ისეთი, როგორიც არის."


13.

"ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩევნს ცხოვრებას ცვლიან, თანაც ისე რომ ამას ვერც კი ხვდებიან. მერე კი შეეკვრებიან ჩვენს დაუძინებელ მტერს და როგორც გამარჯვებული ჯარი ტოვებს ქალაქს ბრძოლის შემდეგ, ისე მიდიან ჩამავალი მზის ფონზე".


14.

"სტაჟიორები თანამედროვე მონები არიან: შეგიძლია ხელფასი არ გადაუხადო, ყველანაირი საქმე დაავალო, როცა მოინდომებ გარეთ გაისროლო. ყავის ფინჯნით ხელში აქეთ-იქით არბენინო, მთელი დღე დააყუდო და ქსეროქსი აღებინო, მერე კი როცა მოგბეზრდება ადგე და საპარსივით გადააგდო. შენი საქმე სტაჟიორს უნდა შეტენო. თუ კარგი გამოვიდა, რა თქმა უნდა სახელს შენ მოიხვეჭ, თუ ჩავარდა და ეგეც არაფერი: იმას მიაბუნძულებენ სამსახურიდან, შენ ხომ არა... ''


15.

"მარტოობა თანამედროვეობის რაღაც სამარცხვინო დაავადებად იქცა . - რატომ ეშინიათ ამ მოვლენის ასე ძალიან??? იმიტომ, რომ მარტოობა გაიძულებს იფიქრო".


image


16.

"გუშინ დილას კლერისგან ღია ბარათი მივიღე: „ძვირფასო ოსკარ, არ მიყვარხარ. არ მიყვარხარ. არ მიყვარხარ. ასეთი ლამაზი სასიყვარულო წერილი არასოდეს მიმიღია".


17.

"იყო შეყვარებული, ნიშნავს იყო სულ გაოცებული. როცა გაოცება გაგივლის, სიყვარულიც გაქრება.
ხშირად გვავიწყდება, რომ სიყვარულში ცნობისმოყვარეობა 90% – ია და მხოლოდ 10% – მარტოხელა ძაღლივით სიკვდილის შიში".


18.

„ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება – ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი:

15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ;
25-სას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ;
35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ;
45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ;
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ;
65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ;
75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით.

ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით: ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით – მეუღლეებს, ბოლოს კი – ექიმებს.“


19.
"სიყვარული გრძელდება სამი წელი: პირველ წელს ავეჯს ყიდულობენ, მეორე წელს – მას აწყობენ, მესამე წელს კი იყოფენ."

20.
"ესაა სიყვარული: ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმას ინდიფერენტულობა უნდა აჩვენო. გულის ძგერა დაუმალო, ითამაშო “სულერთია”, პირიქით თქვა, რისი თქმაც გულით გინდა. პრინციპში, სიყვარული დიდი მამაძაღლობაა."


image


21.

"რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ის მჭირდება, ვინც ჩემს გვერდით არ არის?"


22.

"საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ".


23.

"მომწონს უბრალო ადამიანები.. უბრალო ჩაცმულობით, თბილი ღიმილით.."


24.

"სიყვარული "ამერიკულ მთებს" ჰგავს: დასაწყისში მაღლა მივემართებით, მერე უცებ დაბლა ვეშვებით, მერე ისევ მაღლა, მერე მოწყვეტით დაბლა და დაბლა გული გვერევა"...


25.

"შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ".


0
171
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0