x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პაციენტების ყველაზე სასაცილო და უცნაური შეცდომები
image
Reddit- ის მომხმარებლებმა რომლებიც სამედიცინო სფეროში მუშაობენ გამოაქვეყნეს პაციენტების ყველაზე უცნაური და სასაცილო შეცდომები, პოსტს 24 ათასამდე მოწონება ხვდა წილად.


მაგალითად ერთ-ერთი მედიკოსი წერს, რომ პაციენტი სიფილისს ანტიბიოტიკების ნაცვლად პრობიოტიკებით მკურნალობდა, ხოლო სხვა პაციენტი მშობიარობიდან 6 საათში სექსით დაკავდა, რაც თავისთავად ცუდად აისახა მის ჯანმრთელობაზე.

ექიმმა ისიც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მშობიარე დარწმუნებული იყო ბავშვი ვაგინიდან ბებიაქალს უნდა გამოეძვრინა.

სხვა ექიმი წერს, ზოგიერთი პაციენტი რექტალურ სანთლებს გამოყენებისას შეფუთულს იკეთებს, ანუ არ ხსნის.


აგრეთვე ერთ-ერთმა პაციენტმა ვაგინა სარეცხის მათეთრებელით გამოიბანა.


ექიმებმა ისიც აღნიშნეს, რომ ბევრი პაციენტი ოპერაციის წინ ჭამს და მეტიც, ალკოჰოლსაც აყოლებს, მიუხედავად მრავალგზის კატეგორიული გაფრთხილებისა, რომ ქირურგიული ჩარევის წინ არაფრით შეიძლება ჭამა, მით უმეტეს ალკოჰოლი.

ექიმემა იმასაც ხაზი გაუსვეს, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს აუცილებელია სხეულიდან ყოველგვარი ლითონის მოშორება, ბევრს ჰგონია, რომ თუ ფეხების ტომოგრაფიას იკეთებ აუცილებელი არაა საყურის ან ბეჭდების მოძრობა, მაგრამ ეს ასე არ არის.

უფრო ადრე ექიმებმა გაიხსენეს ნარკოზიდან ახლადგამოსული პაციენტების ყველაზე სასაცილო ქმდებები, მაგალითად ერთი პაციენტი ვირტუალურ გიტარაზე უკრავდა, სხვა პაციენტი არიას მღეროდა "ოპერის მოჩვენებიდან" ხოლო ერთმა პაციენტმა ექიმს ხელი გადაუსვა ბანჯგვლიან მკლავზე და უთხრა, "აქედან კარგი ხალიჩა გამოვიდოდა", ერთ-ერმა მოხუცმა ქალმა, რომელიც ძალზე რელიგიური იყო, გამოღვიძებისთანავე იქ დამსწრე მღვდელს "მახინჯი ძაღლისშვილი "უწოდა.

0
130
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0