x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„კურიერის“ წამყვანი ანუკა ქინქლაძე რუსთავი 2-ში რჩება - ვინ განიხილება წამყვანად?
image


„კურიერი“ გუნდის დატოვების შემდეგ ეთერში არ გადის, თუმცა ინტერნეტ მედიაში პერიოდულად ვრცელდება დატოვებული და დარჩენილი ჟურნალისტების გვარები. ამჯერად ანუკა ქინქლაძის გვარმა გაიჟღერა. „კურიერის“ დღის გამოშვებების წამყვანი არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე რუსთავი 2-ზე რჩება. არ არის გამორიცხული, განახლებულ კურიერში ის ისევ გამოჩნდეს. თუმცა, ჟურნალისტს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია.


შეგახსენებთ, ანუკა ქინქლაძე 2000-იან წლებში ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის მიერ პირველად დაფუძნებულ „მეცხრე არხზე“ საინფორმაციო გამოშვებების ერთერთი სახე იყო და საზოგადოებამ ის თავდაპირველად სწორედ მეცხრე არხის ეთერიდან გაიცნო. მას მიჰყავდა ბოლო ეთერიც, რა დროსაც ივანიშვილმა არხი მოულოდნელად დახურა.


"კურიერის" დღის გამოშვებებს სავარაუდოდ რუსთავი 2-ის ერთერთი სახე გვანცა დარასელია გაუძღვება. კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დილის პროგრამების წამყვანი გვანცა დარასელია რუსთავი 2-ის დატოვებას არ აპირებდა და კურიერში დაჯდომაზე დაითანხმეს.



გვანცა დარასელიას მეუღლე ირაკლი ალასანიას პარტიიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. იმთავითვე სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ რუსთავი 2-ის ერთერთი წამყვანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არ იყო.


რაც შეეხება ნოდარ მელაძის შემცვლელს, რომელიც კურიერს უხელმძღვანელებს, საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ნინო შუბლაძის არხზე მისვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა განვითარებული მოვლენების შემდეგ შუბლაძე თავს იკავებს და ცენზურის როლში ყოფნა არ სურს. საინფორმაციოს ხელმძღვანელის კანდიდატურად თამარ რუხაძესაც განიხილავენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამ პოზიციაზე რუსთავი2-ში უკვე მუშაობდა, შემდეგ კი განახლებულ მეცხრე არხზე გადავიდა. თამარ რუხაძე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს ტელეკომპანიაში უნდა გავარკვიოთ, სადაც მის კანდიდატურას განიხილავენ.


ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ კურიერის აღდგენა რამდენიმე დღეში მოხერხდება და საინფორმაციო გამოშვება სექტემბრიდან დაბრუნდება.


სავარაუდოდ, არხზე რჩება მაია ასათიანი და "პროფილის" გუნდი. ცნობილია ისიც, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ახალ არხზე ყვითელი შინაარსის გადაცემები აღარ იქნება. ნანუკას შოუც ფორმატს შეიცვლის და სოციალური პროექტი გახდება. ამიტომაც მაია ასათიანი არ ჩქარობს საჯარო განცხადების გაკეთებას და რუსთავი 2 -ის დატოვებას, რადგან მათთვის ცნობილია გვარამიას გადაწყვეტილება, რომ მათ ყვითელი ფორმატის გასართობ გადაცემებზე მთლიანად უარი თქვეს...

0
389
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0