საზოგადოება ვინ არის გოგონა, რომელსაც 100 - ზე მეტი დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ და რომელსაც ყველაზე სექსუალური დამნაშავე შეარქვეს 2019, 21 აგვისტო, 14:06
გოგონა, რომელსაც "ყველაზე სექსუალური დამნაშავე შეარქვეს", კანადის პოლიციამ 2014 წლის აგვისტოში დააკავა.
მას ბრალი 114 მუხლის მიხედვით წარედგინა, რაც ძარცვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.
ყველაზე სექსულურ დამნაშავეს ამხელდნენ 100-ზე მეტი დანაშაულის ჩადენაში, რომელსაც ძირითადად კანადის ქალაქებში, ატაბასკაში და მეიპლში ახორცილებდა. აქედან 48 ბინის ძარცვის ფაქტი სახელდებოდა. გამოძიებამ გააჟღერა ვერსია, რომლის თანახმადაც ის მარტო არ მოქმედებდა და მისი თანამზრახველი რამდენიმე არასრულწლოვანი იყო. გოგონა "Bling Ring" -ის ბანდის მეთაურად ითვლებოდა. ის ძირითადად უკანა ეზოებიდან იჭრებოდა სახლებში. მისი თანამზრახველები კი 15 -17 წლის ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, რომლებიც სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ, გოგონას დანაშაულების განხორციელებაში ეხმარებოდნენ. მას შემდეგ რაც ის პოლიციამ დააკავა, სოციალური ქსელებში განსაკუთრებული სისწრაფით გავრცელდა კანადელი დამნაშავე გოგონას ფოტოები. *"სტეფანის ნებიესმიერ დღეს შეუძლია ჩემი გული მოიპაროს". *"მე ვტოვებ სახლის სათადარიგო გასაღებს მარცხენა ყვავილიან ქოთნის ქვეშ". *"ყველაზე ცხელი ქურდი პლანეტაზე" - აღფრთოვანებით წერდნენ სოციალურ ქსელებში მამაკაცები. ყველაზე სექსუალური გოგონას სახელი კი სტეფანი ბოდუა - Stéphanie Boudoin-ი გახლავთ. ის დაკავებისას 21 წლის იყო. 135 შეფასება არ არის
|