x
image
თამილა გურაშვილი
კოსმოსურმა აპარატმა SOHO-მ კომეტის მზესთან შეჯახება დააფიქსირა(ვიდეო)

image
კომეტა გამოჩნდა კოსმოსური ხომალდ SOHO-ს სენსორებზე 14 აგვისტოს საღამოს. მეორე დღეს იგი მზეს მიუახლოვდა, დაეჯახა და დაიშალა. გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს ვენერა - მზის ზემოთ, ხოლო ჩარჩოს მარცხენა მხარეს კი მარსი.

ვიდეო გადაღებულია ფართო კუთხის სპექტრომეტრული კორონოგრაფიის გამოყენებით. ეს ინსტრუმენტი სწავლობს მზის ჰალოუსს, ბლოკავს ვარსკვლავის დისკს წრიული ჩამკეტის დიაფრაგმით (თითქმის მზის დაბნელება მიიღება მინიატურაში}

ობიექტი, რომელიც მზეს დაეჯახა იყო ერთერთი კომეტა სხვადასხვა ზომის ციური სხეულების ჯგუფისა, რომლებიც მზის გარშემო ტრიალებენ ძალიან მოგრძო ელიფსურ ორბიტაზე. ისინი მზისგან დაშორებული არიან მხოლოდ რამდენიმე ათასი კილომეტრით. ითვლება, რომ ამ ჯგუფის კომეტები ერთი დიდი კომეტის ფრაგმენტებია.

SOHO- ს (მზის ჰელიოსფერული ობსერვატორიის) მთავარი მიზანია მზის შესწავლა. აპარატის მოწყობილობა ავტომატურად აგროვებს ინფორმაციას მზის ატმოსფეროს მდგომარეობის, მზის ღრმა ფენების, მზის ქარის და მზის აქტივობის შესახებ. მოწყობილობის დახმარებით, სამი ათასზე მეტი კომეტა იქნა აღმოჩენილი.

0
320
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0