სასარგებლო პროდუქტები დასახელდა საუკეთესო პროდუქტი მაღალ წნევიანებისთვის 2019, 18 აგვისტო, 10:33 ბრიტანელმა დიეტოლოგებმა ყველი მოცარელა დაასახელეს საუკეთესო პროდუქტად იმ ადამინებისთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, ამის შესახებ იუწყება გამოცემა Express-ი. ბრიტანელი ექსპერტების აღნიშნავენ, რომ რძის პროდუქტები მდიდარია კალცით, თუმცა ბევრი მათგანი გამოირჩევა მაღალი ცხიმიანობით, ხოლო ზოგიერთი ყველის სახეობა შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, სპეციალისტების მტკიცებით სწორედ ყველი მოცარელა არის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ამ სახეობის ყველი ნაკლებ მარილიანი და ნაკლებ ცხიმიანია. დიეტოლოგები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჰიპერტონიით დაავადებულთათვის სხვა თეთრი ყველის სახეობებიც სასარგებლოა, მაგალითად ფეტა და თხის ყველი, ასევე არტერიულ წნევის დაწევას ხელს უწყობს უცხიმო ხაჭო. 316 4-ს მოსწონს
|