საზოგადოება თინა კანდელაკმა განაცხადა, რომ მთვრალმა კეტი პერიმ სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა 2019, 14 აგვისტო, 7:02 43 წლის თინა კანდელაკმა 34 წლის პოპ-მომღერალს კეტი პერის სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი, ცნობილმა ტელეწამყვანმა დაწვრილებით აღწერა ის უხერხული სიტუაცია, რომელსაც მას ამერიკელ მომღერალთან შეემთხვა. როგორც კანდელაკმა განაცხადა, შემთხვევა ერთ-ერთ კორპორატიულ ღონისძიებაზე მოხდა. "ერთხელ დახურულ წვეულებაზე ვიყავი, სადაც უკვე შესამჩნევად შეზარხოშებულმა კეტი პერიმ მე ამირჩია როგორც ობიექტი საკუთარი ვნებების გამოვლინებისთვის "-აღნიშნა თინამ. ტელევარსკვლავისთვის საბედნიეროდ საღამომ ინციდენტის გარეშე ჩაიარა: "მისი მოგერიება შევძელი, ძალოსნურ ვარჯიშებს უქმად არ ჩაუვლია და კეტიმ უეცრად ახალი მსხვერპლი იპოვა(საუბედუროდ ისიც ქალი)კოცნისთვის, ჩახუტებისთვის და გარყვნილი ცეკვებისთვის"-დასძინა თინა კანდელაკმა. რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა ეს ისტორია, მას შემდეგ გაიხსენა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მოდელმა და კეტი პერის პარტნიორმა ვიდეოკლიპში Teenage Dream- -ში ჯოშ კლოსმა მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა 1400 4-ს მოსწონს
|