x
image
თეონა გორდეზიანი
"ტკბილი" სტუდენტობის სიკეთეები...
დამოუკიდებელ ცხოვრებას ყველა საიდანღაც იწყებს ... ერთგვარი მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდობა, სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებს, იქ აწყობს გეგემებს, დგამს პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს, იღებს გადაწყვეტილებებს, ფიქრობს პიროვნულ ზრდაზე. ხშირად მათი გეგმები ისევ ევროპას უკავშირდება, იშვიათად ისევ საქართველოს, აქ აგრძელებს მამის გავლენიანი ცხოვრების პატრონობას.

არ ვიცი რომელი და რომელი სოციალური ფენების სახელწოდებები შეეფერება საქართველოს. მგონი სწორი მაღალი, საშუალო და დაბალია... მაგრამ ჩვენს რეალობაში უფრო შესაფერისი მაღალი და დაბალია... შესაძლებლობების მქონე, მატერიალური თვალსაზრისით და რიგ შემთხვევაში გონებრივი ბაზითაც და მეორე მხრივ დაბალი ფენა ყველანაირი ტიპის ხალხით... განათლებით...მოკლედ განსხვავებულები, მაგრამ ერთი ნიშნით გაერთიანებულები. არასტაბილური შემოსავლით და ცხოვრების დონით ერთნაირები, რასაც ყველა ინდივიდი ინდივიდუალურად ებრძვის.

ყველა "მეორე" კატეგორიის ადამიანი ერთ "ქვაბში " გავაერთიანე, თუმცა ვხვდები მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მომავალში ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი... უბრალოდ მეორე კატეგორიის ადამიანებზე მინდა ვისაუბრო რომელიც დამოუკიდებელ ფინანსურ ცხოვრებას "ტკბილ" სტუდენტობაშივე იწყებს, არა სიტკბობების შესაგრძნობად არამედ საჭიროების გამო... ზოგი თვლის და ასეცაა რომ განათლება უპირველესია და სტუდენტობის ძირითადი დრო ცოტა გართობასა და თავისუფლების შეგრძნებასთან ერთად სწავლას უნდა დაუთმო, მაგრამ არის კატეგორია რომელიც ასევე გარემოებიდან გამომდინარე იძულებულია დრო გაანახევროს და სწავლასთან ერთად სტუდენტურ სამსახურზე გაანაწილოს. გართობა 4 წლით გადაიწევს და სტუდენტობაც ასეთი " ტკბილია".


ჩემდა სამწუხაროდ არც მე ვიყავი გამონაკლისი და სტუდენტური სამსახურებიდან აქტუალურ კონსულტანტის პოზიციაზე დავიკავე ადგილი, იმ დროისთვის არც თუ ისე ცუდი ხელფასით. ვიყავი ცოტა დაღლილი, მაგრამ შრომისუნარიანი და ამაყი რომ სტუდენტურ არც თუ ისე დაბალ გადასახადს თავად ვფარავდი.


image

ამ პერიოდს ასე გამოკვეთილად არც გავიხსენებდი, რომ არა ერთი ქალბატონი, რომლის არც სახელი ვიცი, არც მისამართი, მაგრამ იმ პერიოდში დიდი სიყვარულით მესალმებოდა და დაინტერესებული იყო ჩემი მდგომარებით ყოველი შეხვედრისას. დღესაც მახსოვს მისი დადებითი და ღიმილიანი სახე...

თითქმის ყოველ დღე სტუმრობდა სურსათის შესაძენად იმ ობიექტს სადაც მე ვიყავი. ერთ დღესაც ვუთხარი, რომ ამ სამსახურიდან მივდიოდი, რადგან უკვე ვიპოვე ჩემი პროფესიისთვის შესაფერი სამსახური. "ტკბილი" სტუდენტობაც მთავრდებოდა და დიპლომის აღებას ახალი სამსახურიც დავამთხვიე.. (ესეც ხომ მოხერხებაა.. ). კარგი ახლობელი ნათესავივით იყო ბედნიერი ჩემი წარმატებით და მოსალოცად ჩამეხუტა კიდეც. დავარღვიეთ მომხმარებლისა და თანამშრომლის ერთგვარი ბარიერი... ამ გულწრფელი ჩახუტებიდან არ იყო გასული 1 საათი რომ საჩუქრით ხელში მობრუნდა, დასამშვიდობებლი საჩუქრით, რომელსაც დღესაც ვინახავ...

არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაიწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას, დაბალ საფეხურზე მუშაობით თუ პირდაპირ თქვენთვის საინტერესო პოზიციაზე... მთავარია იყო ადამიანური და დააფასოთ რაც თქვენს გარშემოა. მე ვერ გადავუხადე სათანადო სიკეთე იმ ტკბილ დეიდას, რომელიც ხშირად მამხნევებდა რუტინული სამსახურის შესრულების დროს, მაგრამ სულ ვცდილობ მსგავსი პოზიტივის გადადებას სხვებზე და მისი სიკეთის გავრცელებას ჩემებურად. თუნდაც იმის გასააზრებლად დამეხმარა რომ არასდროს არავის არ უნდა შევხედოთ, როგორც "მომსახურეს", როგორც ის ქალბატონი მხედავდა ისეთს როგორიც ვარ და არა მხოლოდ უბრალოდ ფორმიან თანამშრომელს...



3
82
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
82
  
2019, 13 აგვისტო, 11:27
ძალიან დიდი მადლობა :*
დიდი ხნის ამბავია მაგრამ წარმატება ყოველთვის საჭიროა
2019, 13 აგვისტო, 11:05
წარმატებები!
0 1 3