სხვა სადაური სიტყვაა თავისუფლება და რას გულისხმობს? 8 იანვარი, 0:03 უფალი ძველი ქართული სიტყვაა და ბატონს ნიშნავს. თავის უფალი კი საკუთარი თავის ბატონს ნიშნავს, ესე იგი ადამიანს, რომელსაც შეუძლია აკეთოს ის, რაც საჭიროა და არა ის, რაც მის ბუნებას უნდა. სანამ ადამი ცოდვით დაეცემოდა, მისი სული და ხორცი ჰარმონიულ ერთობაში იყვნენ, ცოდვით დაცემის შემდეგ კი, სული და ხორცი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. სული უნდა ბატონობდეს ხორცზე, სული უნდა მართავდეს ხორცს, როგორც მხედარი მართავს ცხენს. თუ ცხენი მიდის და მხედარსაც იქით მიაქროლებს საითაც მას ნებავს, როგორღაა მხედარი თავისუფალი. ის ცხენის სურვილებს ემორჩილება. თავისუფალი მაშინაა, როდესაც ცხენს იქით წაიყვანს, სადაც თავად მხედარს ნებავს. სული მაშინაა თავისუფალი, როცა არ ემონება ხორციელ ვნებებს. თუ მაგალითად ადამიანი მაგალითად თამბაქოს გარეშე ვერ ძლებს, როგორაა თავისუფალი?ვინც ვისგან ძლეულია, მისი მონაა - ამბობს წმინდა წერილი. ვნებების მონა როგორ იქნება თავის უფალი ანუ თავის ბატონი? ანუ ვნებებია ამ დროს ადამიანის უფალი ანუ ბატონი. 78 შეფასება არ არის
|