x
image
თეონა გორდეზიანი
„ეს ჩემი სახლია! სარეცხი აივანზე მე არ გამიფენია, არც დედაჩემს...“ - აფხაზეთიდან დევნილი გოგოს ჩანაწერი
აფხაზეთიდან დევნილი ნინო ჯანჯღავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


"ადამიანებს დღევანდელმა მიმდინარე მოვლენებმა ძველი ისტორიები გაახსენეს. ამბები, რომელიც მათ სინამდვილეში არც არასდროს დავიწყებიათ და ალბათ არც დღე არ ყოფილა წარსულზე ფიქრის გარეშე...


არ მინდა ბევრი ასეთი ისტორია არსებობდეს...


არ მინდა ამ თაობამაც სევდიანი წარსულით იცხოვროს...



არ მინდა ტკივილი გამეორდეს და შეეხოს ჩვენს შვილებს, ჩვენი მეგობარი მეზობელი ერების შვილებს ...


მიუხედავად იმისა, რომ ეს კოშმარულ სიზმარს გავს... უკრაინის ყოველი დღე მწარე რეალობაა, ტკივილი რომელიც ქართველს ასმაგად ტკივა, რადგან ეს ემოცია ნაცნობი და ჯერ კიდევ მოუშებელი ტკივილია.


ეს რომ ასეა, ამის ნათელი მაგალითი ეს პატარა ემოციური ამბავია...


image

ეს ჩემი სახლია!


სარეცხი აივანზე მე არ გამიფენია, არც დედაჩემს.
ეზოში მანქანა რომ დგას, მამაჩემის არ არის.
ღობე თითქოს მწვანე ფერის იყო და ეზოში ბევრი ხე და ყვავილი ყვაოდა. მახსოვს დედაჩემი როგორი რუდუნებით უვლიდა ფუმფულა ზღვის ბალახს, რომელში ჩაფლობაც უზომოდ მიყვარდა, როცა არავინ მხედავდა.


სიზმარი არაა, ცხადია, ეს ჩემი სახლია, უფრო სწორად იყო, სანამ თხელი ჯინსის ქურთუკით, რომლის ჯიბეები ზღვის კენჭებით და თოჯინების კაბებით მქონდა გამოტენილი, გარეთ არ გამომაგდეს. ისე გამომაგდეს, რომ მოვრბოდი, უკან კი ცუდი, თოფიანი კაცები მომსდევდნენ და მიყვიროდნენ: აქ არასოდეს დაბრუნდეო. გამომაგდეს და ჩემი ბავშვობა


`ლტოლვილობით' ჩაანაცვლეს.


ახლა სლოვენიაში ვარ, ხვალ თურქეთში ვიქნებით და ზეგ თბილისში, სადაც გავიზარდე, დავოჯახდი და მყავს ორი შვილი, მაგრამ სახლი ჩემი არის ეს, და ვერაფრით ვერ ვხვდები აივანზე სხვისი სარეცხი რატომ კიდია!!


#რუსეთიოკუპანტია

P. S. ფოტო გადაღებულია ქალაქ სოხუმში 2019 წელს...“



0
574
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0