x
image
თეონა გორდეზიანი
უნდა ვიყოთ თუ არა თამამები ე.წ " კენგურუს" გამოყენებისას...
ბავშვის კომფორტულად გადასაადგილებლად სხვადასხვა საშუალება არსებობს. მაგალითად სლინგი, რომელიც არსებობს სხვადასხვა ფორმის ...

არსებობს ჩანთა სლინგი

რგოლიანი სლინგი


სლინგი შარფი

სალაშქრო ზურგჩანთა...



image



image

image


განსაკუთრებით დავინტერესდი ე.წ კენგურუთი. ეს ვფიქრობ ყველაზე მარტივი და გავრცელებული გადასაყვანია. მათი უმრავლესობის გამოყენებისას შესაძლებელია ბავშვი იყოს როგორც სახით თქვენსკენ ასევე პირიქით, მაშინ როცა ბავშვი უკვე თავად იჭერს თავს. არსებობს უამრავი მოდელი, ფერების და ფორმების ფართო არჩევანით...



image


ამ ნივთის არსებობით ალბათ არც დავინტერესდებოდი, რომ არა შემხვედრი ამერიკელი ქალი, რომელსაც ორი ბავშვი ჰყავდა... პატარა დაახლოებით ერთი თვის იქნებოდა და ისე კომფორტულად ეძინა კენგურუში, გულით შემშურდა... დედაც ამ დროს ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და მეორე ორი წლის ბავშვსაც შესაბამის ყურადღებას აქცევდა. მაშინ მივხვდი რა პრაქტიკული გამოგონებაა ... როგორც ყველაფერს მასაც ექნება უარყოფითი მხარეები, თუმცა როცა დავფიქრდი დადებითი უფრო მეტი აღმოვაჩინე.


გამოყენების პრაქტიკულობის გარდა თუ ხარისხიანია და აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი, სპეციალური ბალიშები ბავშვის წელის მაქსიმალურ დაფიქსირებას უწყობს ხელს, კარგია ხანგრძლივი დროით ტარებისას სხვა საშუალებებთან შედარებით და გამძლეა ვიდრე სხვა დანარჩენი.



ზოგადად დედებს ალბათ ურჩევენ, რომ კენგურუს გამოყენება მიზანშეწონილია 4-5 თვიდან, მაგრამ მე როგორც პრაქტიკული ადამიანი ვცდილობ პრაქტიკული გამოცდილება გავიზიარო...სწორედ ხსენებული ქალბატონისგან გავიგე რომ ხმარობს 2 კვირის პერიოდიდან, არის თვითონაც კომფორტულად და პატარას 100% - ით აქვს წელი დაფიქსირებული.


ხშირი გამოყენება არაა სასურველი, მაგრამ მაშინ როცა საჭიროა პატარასთან ერთად გადაადგილება, თუნდაც გასეირნება ყველაზე კომფორტული ესაა.

განსაკუთრებით თუ მეორე პატარაც გყავთ რომელიც თავის წილ ყურადღებას მოითხოვს თქვენგან...


მე პირადად გარემოსგან ძალიან ბევრს ვსწავლობ ( არამარტო ამ კუთხით... ) ამ შემთხვევაში კი მომინდა უცხოელი დედების გამოცდილება ქართველი დედებისთვის მაგალითი იყოს, ეს არ იყო პირველი ქალბატონი რომელმაც ასეთი პატარა კენგურუში მოათავსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოახვედრა... ვფიქრობ უცხოელების ბავშვთან ურთერთობაში არის ბევრი ისეთი დეტალი რაც ნიშნავს თავისუფალ, დამოუკიდებელ და განვითარებულ მოზარდს მომავალში.

აღზრდის მეთოდების და მიდგომების დახვეწილობა ჩვენ საზოგადოებასაც დაეტყო, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს... ამ კუთხით სრულად განვითარებამდე კიდევ დიდი გზაა...



კენგურუს ხშირი გამოყენება არ შეიძლება თუ პატარას შეენიშნება სახსრის დისპლაზია, იგივე ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნა.

სეირნობის შემდეგ პატარა უნდა დააწვინოთ მუცელზე და უმჯობესი იქნება თუ ფეხები ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ექნება, ასეთი პოზა ბარძაყის მომზიდველი კუნთების დაჭიმულობის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.









0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0