x
image
თეონა გორდეზიანი
პროტესტი - უკეთესობისკენ სწრაფვა თუ....
საქართველოში განათლების კუთხით უამრავი პრობლემა არსებობს, ერთ-ერთია საფასური. ეს საკითხი უკვე დიდი ხანია ძალაშია, 2010 წლიდან სახელმწიფო სასწავლებლებში 1500 ლარიდან 2250 გახდა, მაგრამ ამასთან ერთად სხვა საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ახალგაზრდების შემგუებლური ბუნება (თუ ამდენი პროტესტით დაღლილი ბუნება).

უმეტეს შემთხვევაში საფასურის გადამხდელი არის მშობელი და მხოლოდ რიგ

შემთხვევაში თავად სტუდენტი. სტუდენტი რაღაცის დაკარგვის ხარჯზე ცდილობს იმუშაოს და ვერც სრულფასოვან სწავლას და შემეცნებას ახერხებს, ვერც სტუდენტობის

შეგრძნებას და ხშირად არც სწავლის საფასურის დასაფარადაც არ ყოფნის მოპოვებული ხელფასი.


ევროპულ ქვეყნებში ამ მხრივ ჯანსაღი სიტუაციაა. სტუდენტები ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ და თავად აფინანსებენ საკუთარ სწავლას, მიუხედავად იმისა რომ სწავლის საფასური მათთან უფრო მეტია. რაიმე გაუთვალისწინებელის შემთხვევაში როგორიც იყო თუნდაც საქართველოში საფასურის გაზრდა არანაირი გამოხმაურება ამ კუთხით არ ყოფილა, სწორედ იმ მიზეზით რომ ძირითად შემთხვევაში გადამხდელები მშობლები არიან, ახალგაზრდებშიც ნაკლებია პროტესტის გრძნობა.

დიდ ბრიტანეთში კი სწორედ ანალოგიური შემთხვევის დროს ათასობით სტუდენტი გამოვიდა და აქციები პერმანენტულად იმართებოდა.



image



სტუდენტების აქცია პოლიციასთან

შეტაკებაში გადაიზარდა. ამჟამად

სწავლის წლიური გადასახადი 9

ათასი ფუნტია.









მაგალითად გამოდგება საფრანგეთის შემთხვევა, image

როდესაც საპენსიო ასაკის 5 წლით

გაზრდა გადაწყდა ამას მოჰყვა საპროტესტო

აქციები. აქცია საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში

ასიათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

მონაწილეთა 80 % იყო ახალგაზრდა,

რადგან ხვდებოდნენ ეს პრობლემა მათაც

ეხებოდათ და პირდაპირ კავშირში იყო,

შემდგომ პრობლემებთან. ერთ-ერთი პრობლემა კი დასაქმების საკითხია.

ამჟამად საპენსიო ასაკი ისევ 60 წელია, თუმცა მთავრობა თვლის, რომ ეს ქვეყნის

ეკონომიკას ძვირი უჯდება.

ზოგადად საპროტესტო აქციებით და რაღაცის შეცვლის სურვილით არც

საქართველო ჩამორჩება არც ერთ ქვეყანას, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალგაზრდების

ნაკლებ ჩართულობას და აქტიურობას ვგულისხმობ სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ

სოციალური მიმართულებით.

ძირითადად ახალგაზრდები ჩნდებიან პოლიტიკური აქტივობების მიზნით, სადაც

ძირითადი მოტივი პირადი სარგებლის ნახვა და თანამდებობეზე მოხვედრის

სურვილია, ეს გარემოება რა თქმა უნდა ეხება გარკვეულ ნაწილს და არა ყველას. ვიმოდოვნებ ამ კუთხით გამოსწორდება სიტუაცია და ადეკვატური რეაქცია ექნება ქართველ ახალგაზრდებსაც დღევანდელ და მომავლში განვითარებულ მოვლენებზე.

0
26
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0