საზოგადოება „არჩევანის“ და „პოსტსკრიპტუმის“ პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა 2019, 7 აგვისტო, 12:31 ![]() "სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და არხიდან ნიკა გვარამიას დათხოვნის შემდეგ „რუსთავი 2-ზე“ საკუთარი თავი ამოვწურე, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და დღის გადაცემების უკვე ყოფილმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა რითაც დაადასტურა, რომ არხი დატოვა. . იგი თავს ისევ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამოაზრედ თვლის:„მე და ნიკა გვარამია უკვე 7 წელია ერთად ვიბრძვით და იმედია, მომავალში ეს ბრძოლა ერთად გაგრძელდება.“ ყოფილი პროდიუსერი ადასტურებს, რომ მას თანამშრომლობა შესთავაზა „ფორმულა კრეატივმაც“. „ნამდვილად მქონდა შემოთავაზება [„ფორმულა კრეატივისგან“], ისევე, როგორც სხვა რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება“, - თქვა მან. . სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, გიორგი ლაფერაშვილი თანამშრომლობას დავით კეზერაშვილის ტელევიზიასთან იწყებს. 603 1-ს მოსწონს
|