სხვა როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელმაც 16 წლის ასაკში 2 მილიონი დოლარი მოიგო 2019, 6 აგვისტო, 11:29 კალი როჯერსი(Callie Rogers)16 წლის იყო, როდესაც ბედნიერმა ლატარიის ბილეთმა მილიონერი გახადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოვლენების განვითარებისთვის გოგონა მზად არ იყო.ახლა ახალგაზრდა ქალი მოუწოდებს ხელისუფლებას შემოიღოს ასაკობრივი შეზღუდვა აზარტულ თამაშებზე და მსხვილ მოგებებზე.
კალი როჯერსი კამბრიას საგრაფოდან ისტორიაში შევიდა, როგორც ჯეკპოტის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული, როდესაც იგი 16 წლის იყო, მოიგო ჯეკპოტი 1, 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი(2, 1 მლნ.აშშ $), თუმცა გოგონამ ვერ შეძლო ამ ასტრონომიული თანხის სათანადოდ გამოყენება, რომლის მიმოფანტვაც მოგებისთანავე დაიწყო, დაურიგა საჩუქრები ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ამასთანავე გაიდიდა მკერდი.
"მოგებისთანავე მომენტალურად ბავშვობიდან ზრდასრულ ცხოვრებაში მოვხვდი, ძალიან ბევრი ბევრი მეგობარი გამიჩნდა, ისინი მთხოვდნენ ფულს ვალად ახალი მანქანის შესაძენად, მე კი ჩემი მიამიტობით არ შემეძლო უარის თქმა, რასაკვირველია არავინ არაფერი დამიბრუნა."-ამბობს კალი. საკუთარი შვილების მომავალი მამა მოგებიდან ორ კვირაში გაიცნო, ანუ მას შემდეგ, როცა გამდიდრდა, მანამდე კალი მაღაზიაში მუშაობდა, სადაც საათში 3, 5 ფუნტ სტერლინგს უხდიდნენ, ფულის მოგების შემდეგ წყვილი 180 000-ად ღირებულ კოტეჯში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ოჯახი 5 წლის შემდეგ დაინგრა, ერთ-ერთი მიზეზი იყო სუიციდის მცდელობა, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულობის ფონზე განვითარდა.
აკრძალულ ნივთიერებებზე, როგორც თავად კალი ამბობს, 250 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა, იყო მომენტი, რომ მას შვილებიც კი ჩამოართვეს, შემდეგ საკუთარ თავში რომ უფრო თვითდაჯარებული ყოფილიყო, 17 000 ფუნტი სტერლინგი მამოპლასტიკაში დახარჯა.
ამჟამად კალი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, მუშაობს ძიძად, თვეში 1000 ფუნტ სტერლინგად, მაგრამ ამბობს, რომ ახლა უფრო ბედნიერია.
როგორც Camelot-ის(ლატარიის კომპანია) წარმომადგენლები აცხადებენ, თავის დროს გოგონამ არ გამოიყენა შეთავაზება კომპანიის მხრიდან ფინანსურ დ იურიდიულ კონსულტაციებზე, "მიუხედავად ამის, მას დავხმარეთ და მომავალშიც მხარს დავუჭერთ საჭიროების შემთხვევაში"-ნათქვამია კომპანიის განცხადებში. ასევე იხილეთ
1067 3-ს მოსწონს
|