x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონა საცურაო კოსტუმმა შეარცხვინა, რის გამოც მწარმოებელს უჩივლა, ხოლო პასუხმა უფრო გააოცა

image

თეთრი საცურაო კოსტუმი სრულიად გამჭვირვალე გახდა მას შემდეგ, როდესაც ბრიტანელმა გოგონამ საზოგადოებრივ აუზში იცურავა.

image

25 წლის ემილი შარლოტა-სმიტმა სტრატფორდიდან ესპანეთში დასასვენებლად წასვლის წინ ბიკინი ონ-ლაინ მაღაზია PrettyLittleThing-ში შეუკვეთა, თუმცა, როდესაც აუზში იბანავა და ამოვიდა, იგი მიხვდა, რომ ყველა დამსვენებლი მას შესცქეროდა, თავზარდაცემულმა აღმოაჩინა, რომ შიგნიდან ყველაფერი უჩანდა,

აღშფოთებულმა შარლოტა-სმიტმა საჩივრის წერილი მიწერა საცურაო კოსტუმის მწარმოებელ კომპანიას, უხარისხო საქონლის შეჩეჩებისთვის და მოითხოვა მატერიალური ზარალის ანაზღაურება.

მაგრამ გოგონა კომპანიის პასუხმა უფრო გააოცა:მათ განაცხადეს, რომ ეს საცურაო კოსტუმი, რომელიც შარლოტამ-სმიტმა შეიძინა, მხოლოდ აუზთან წამოწოლისთვის არის გათვალისწინებული და არა წყალში საბანაოდ.

imageფოტოზე:საცურაო კოსტუმი PrettyLittleThing-იდან 17 ევროდ, რომელიც ემილიმ შეიძინა.

კიდევ უფრო ირონიული იყო ონ-ლაინ მაღაზია PrettyLittleThing -ის პასუხი(რომელსაც საიტზე არ ედო განმარტებითი ინფორმაცია, თუ მართლაც ეს საცურაო კოსტუმი ბანაობისთის არ იყო გათვალისწინებული), რომ მას გამოეგზავნა დამამტკიცებელი ვიდეო, რომ ნახონ როგორ გარდაიქმნება ბიკინი გამჭვირვალე მის სხეულზე.

image

"ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომელია ამ ორიდან უარესი, :PrettyLittleThing -ის თანამშრომლების თხოვნა გავუგზავნო გამჭვირვალე ბიკინში გადაღებული ვიდეო თუ, თუ მწარმოებელი, რომელიც მიმტკიცებს, რომ ამ საცურაო კოსტუმით არ შეიძლება ბანაობა, მამასხარავებენ"-განაცხადა გოგონამ.

imageფოტოზე:ემილი შარლოტა -სმიტი

0
4818
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
4818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0