საზოგადოება "არ მომცა"- დაღესტნელმა ჯიგიტმა ქალზე დახარჯული ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა 2019, 5 აგვისტო, 14:38
ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ერთად გაიზარდნენ სოფელ კასუმკეტში, გოგონა სოფლის თვალი იყო, თან მასზე 5 წლით უფროსი, რომელიც ბავშვობიდანვე მიუწვდომელი იყო მისთვის, შემდეგ გოგონა დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და დაუტოვა ბიჭს აუხდენელი ოცნებები, გოგონა ხანდახან ჩამოდიოდა სოფელში მშობლების მოსანახულებლად, შემდეგ ქალაქში ბრუნდებოდა. გავიდა წლები, შარშან მამაკაცმა სოციალურ ქსელში იპოვა თანასოფლელი და წერილი მიწერა, იმანაც უპასუხა, შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ, დადიოდნენ კაფეში, რესტორანში კინოში და ა.შ., თუმცა ეს ურთიერთობა "ხელიხელ ჩაკიდებას" არ გაცდენია, ერთხელაც მამაკცს ყელში ამოვიდა ასე "მეგობრული ხეტიალი" და ქალს მასთან დაწოლა მოთხოვა' რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:"ჩვენ მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებს", რამაც მამაკაცი გააცოფა და დაგეგმა როგორ ეძია შური, მან კაპიკ-კაპიკ დაუთვალა 1 წელიწადში დახარჯული ფული-148 000 რუბლი(დაახლოებით 2200აშშ$) და უკან დაბრუნება მოთხოვა, რაზეც ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ მამაკაცი დაემუქრა ქალს, რომ მშობლიურ სოფელში გაუვრცელებდა ხმებს მის "გარყვნილ ცხოვრებაზე", რამაც 42 წლის ქალი სრულად არ შეაშინა და აქეთ უჩივლა "მიჯნურ ჯიგიტს", როგორც КП-Северный Кавказ იუწყება, მამაკაცზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სტატიით-"გამოძალვა" და "შანტაჟი", რომელიც ოთხწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 778 5-ს მოსწონს
|