სიახლეები სირიის პრეზიდენტის ცოლმა კიბო დაამარცხა 2019, 5 აგვისტო, 7:38 სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ცოლი, ასმა ასადი კიბოსგან განიკურნა, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. სირიის პირველ ლედის სარძევე ჯირკვლების კიბოს დიაგნოზი გასული წლის აგვისტოში დაუსვეს, მრავალმა სირიელმა ეს საშინელი დიაგნოზი მიიღო, როგორც პირადი ტრაგედია. ფოტოზე: ასმა ასადი სირიის ერთ-ერთ კილინიკაში იწყებს მკურნალობის კურსს-2018 წლის აგვისტო ამა წლის იანვარში პრეზიდენტის ცოლს ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც სიმსივნე ამოკეთეს. პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, ყველა ავადმყოფს გამოჯანმრთელება უსურვა, ხოლო ქვეყანას მშვიდობა და აყვავება.. ის მადლობას უხდის აგრეთვე ოჯახის წევრებს, რომლებიც მის გვერდზე იყვნენ ცხოვრების რთულ მომენტში და აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსი ძალზე დამღლელი იყო. ასმა ასადიმ აგრეთვე ყველა ქალს ურჩია 40 წლის შემდეგ რეგულარულად ჩაიტარონ სამედიცინო კვლევა, რაც სიმსივნის ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში დროულად დაიწყონ მკურნალობა. ასმა ასადი ლონდონში დაბადებული სირიელი დიპლომატის ქალიშვილია, 2000 წლიდან სირიის პრეზიდენტის ცოლია, ზრდის სამ შვილს, ასმა ასადი ხშირად მონაწილოებს საქველმოქმედო აქციებში დ ათვითონაც ეწევა ქველმოქმედებას.იგი ძალზე პოპულარულია ხალხში. 109 5-ს მოსწონს
|