x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვხედავ გვარამიას ჩართვებს სამაჯურით კადრში, გამოვრიცხავ დაიჭიროს, მაგრამ სამაჯურს გაუკეთებს“
image


ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვრამიას სასამართლოში გამოკითხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ შესაზლოა არ დაიჭირონ, მაგრამ სამაჯურს გაუკეთებენ.


„ცხადია ბიძინა ივანიშვილის მთავრი მოტივაციაა, ხელი შეუშალოს ნიკას მიერ დაანონსებული ტელევიზიის გაკეთებას. გამოვრიცხავ რომ დაიჭიროს, მაგრამ სამაჯურს ალბათ გაუკეთებს.


ჰოდა, ვხედავ ნიკას სახლიდან სტუდიურ ჩართვებს, სამაჯურით კადრში. იქნება უპრეცედენტო გადაცემა, სუპერ რეიტინგით:) ან ჯანდაბას, თუ დაიჭერს, პირდაპირებს ციხის პერიმეტრიდან (ცხადია სხვა წამყვანით)


ანუ, რაც უფრო მეტს ებრძვის ბიძინა ნიკას, მით მეტად ეფექტურ ოპონენტს იღებს. ერთი რუსთავი 2 -ით “იხეირა” და მეორე ნიკასთან ომით “მოიგებს”.

ჩიხი ქვია მაგას ბატონო ბიძინი, ჩიხი. “ზადნით” გამოდით. ისეთი სივიწროვეა ვერ მოტრიალდებით“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


ნიკა გვარამია პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავება. შეგახსენებთ, თავად ნიკა გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამას პროკურორები და მოსამართლე არ წყვეტს.

0
149
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0