საზოგადოება 97 წლის მოხუცი ერთგულმა კატამ 4 პიტბულის შეტევისგან იხსნა 2019, 3 აგვისტო, 11:51
არსებობს უამრავი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ იხსნეს ძაღლებმა პატრონის სიცოცხლე, არც თუ იშვიათად საკუთარი სიცოცხლის ფასად, თუმცა ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც კატა სწირავდეს თავს პატრონის გადარჩენისთვის, როგორი ერთგულიც არ უნდა იყოს პატრონის მიმართ.
97 წლის სოფი ტომასი(Sophie Thomas ) სიცოცხლეს საკუთარ ფუმფულა კატას, მართლაც სწორად შერჩეული სახელით- ტაიგერს(ვეფხვი) უნდა უმადლოდეს. 97 წლის სოფი ტომასს ჰარისონიდან(შტატი მიჩიგანი) დღემდე უყვარს საკუთარი სახლის უკანა ეზოში ფუსფუსი. ერთ მზიან დღეს სოფი გამოვიდა კერძო სახლის ეზოში და საქმიანობა დაიწყო, როდესაც მოხუც ქალს ოთხმა დიდმა პიტბულმა ალყა შეამოარტყა "ისინი გარშემო წრეს მივლიდნენ, ერთ-ერთმა შემომიტია, მე მას თავში ჩავარტყი მაგრამ უკან არ დაიხია, ამასობაში კიდევ ერთმა შემომიტია, ძალიან შევშინდი" სოფის ჯერჯერობით მსუბუქი ტრავმა ჰქონდა მიღებული, ძაღლები კი თავს არ ანებდნენ, ის ალყაში ჰყავდათ მოქცეული, მოულოდნელად სოფიმ შენიშნა კატა ტაიგერი, იგი პირდაპირ ძაღლებისკენ გაიქცა, მათი ყურადღება მიიქცია, შემდეგ კი გეზი იცვალა და გარაჟისკენ მოკურცხლა, პიტბულების ხროვა კატას გაეკიდა.შეშინებულ სოფის საკმარისი დრო მიეცა, რომ სახლისთვის შეეფარებინა თავი. "ვერ ვიხსნებ ცხოვრებაში ოდესმე ასე შემშინებოდეს"-განაცხადა სოფიმ. მოხუცი ქალბატონი დარწუნებული არ იყო, რომ კატა გადარჩებოდა, თუმცა რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ტაიგერმა კარის ზღურბლთან დაიკნავლა. "არ ვიცი რა მოხდებოდა, კატა, რომ არ გამომხტარიყო, ის ძალიან ახლოსაა ჩემთან და სულ უკან დამყვება, ძალზე თბილი და მეგობრულია, რადგან სულ მარტო ვცხოვრობ"-განაცხადა სოფიმ People Pets-თან ინტერვიუში. როგორც გაირკვა, ოთხი პიტბული მეზობელი სახლიდან გამოეპარა პატრონს, რის გამოც პატრონი 300 დოლარით დაჯარიმდა, ხოლო ძაღლები 10 დღიან კარანტინში გაუშვეს.
ამერიკაში პიტბულმა 9 თვის ბავშვი მოკლა 175 2-ს მოსწონს
|